book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

17-18 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინას კურორტ იაჰორინაში გაიმართა FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებები სლალომის სახეობაში (4 შეჯიბრი), სადაც ქართველმა სამთო-მოთხილამურემ – ნინო წიკლაურმა პირველ დღეს მეორე და მესამე ადგილები დაიკავა, ხოლო 18 იანვარს გამართულ შეჯიბრზე ორი გამარჯვება მოიპოვა.

ნინო წიკლაური 2026 წლის მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრება, ნინოსთვის მე-5 ოლიმპიადა იქნება, რაც საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ქართველი მოთხილამურე ხუთჯერ იასპარეზებს ზამთრის ოლიმპიადაზე.

ნინო წიკლაური: -,,შეჯიბრი სარაევოს ოლიმპიურ ტრასაზე ჩატარდა, იაჰორინაში. ყოველთვის მაინტერესებდა ეს მთა და ძალიან მიხარია რომ აქ მოვიგე ორი შეჯიბრი. კმაყოფილი ვარ ჩემი სლალომის ფორმით და განსაკუთრებით თვითდაჯერებულობით. იმედი მაქვს გიგანტურ სლალომშიც ასე ვიქნები. რაც შეეხება ოლიმპიადას, ჩემთვის საქართველოს სახელით მეხუთე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა უდიდესი პატივია. იგივე ემოციები მაქვს, რაც წინა ოლიმპიადებზე, მაგრამ ყოველ ჯერზე უკეთ ვაანალიზებ, რას ნიშნავს საქართველოს წარდგენა ოლიმპიურ სტარტზე. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყეა. გზა არასდროს ყოფილა მარტივი, იყო სირთულეები, ტრავმები, იმედგაცრუებები და მომენტები, როცა საკუთარ თავთან ბრძოლა მიწევდა. თუმცა ასევე იყო გამარჯვებები, წინსვლა და დადებითი ემოციები. სწორედ ამ გამოცდილებებმა მასწავლა მოთმინება, დისციპლინა, რწმენა და მომიყვანა აქამდე. იქიდან გამომდინარე რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტრავმების გამო მოსამზადებელი პერიოდი რთული იყო, ამ სეზონზე ფაქტობრივად რვა თვე ვერ ვისრიალე და ახლა მხოლოდ ერთი თვიანი მზადება გავიარე. დარწმუნებული ვარ, ეს ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება, განსაკუთრებით გიგანტურ სლალომში, თუმცა სლალომში უფრო თვითდაჯერებული ვარ. მიუხედავად ამისა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. იმედი მაქვს, საქართველოში სათხილამურო სპორტი კიდევ უფრო პოპულარული გახდება და ახალი თაობა ჩემზე მეტად მოტივირებული და ბრძოლისუნარიანი იქნება.“

ვულოცავთ ნინოს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ ოლიმპიურ თამაშებზე!