book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

17-18 თებერვალს გოდერძის უღელტეხილზე 2024  წლის საქართველოს რეგიონალური სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი გაიმართება. შეჯიბრება სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება.

სამთო-მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :

ბავშვები  I,  დაბადების წელი 2010-2011

ბავშვები IL, დაბადების წელი 2008-2009

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2007 და უფროსი ასაკი.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: აჭარის, გუდაურის, თბილისის, ბაკურიანისა და მესტიის ნაკრები გუნდები.

შეჯიბრებაზე მიღწეული წარმატება ახალგაზრდა მოთხილამურეებს სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში  მოხვედრაში დაეხმარება.

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები შეჯიბრის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, აჭარის სათხილამურო ფედერაცია, აჭარის სპორტის დეპარტამენტი და მთის ტრასების სააგენტო.

საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის გენერალული სპონსორია კომპანია „სილქნეტი“.