12-13 აპრილს გუდაურში 2024 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი გაიმართება. შეჯიბრება სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება.
სამთო-მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :
ბავშვები I, დაბადების წელი 2010-2011
ბავშვები IL, დაბადების წელი 2008-2009
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2007 და უფროსი ასაკი.
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: აჭარის, გუდაურის, თბილისის, ბაკურიანისა და მესტიის ნაკრები გუნდები.
შეჯიბრებაზე მიღწეული წარმატება ახალგაზრდა მოთხილამურეებს სამომავლოდ საქართველოს სათხილამურო ნაკრებში მოხვედრაში დაეხმარება.
საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები შეჯიბრის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.
შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის გენერალური სპონსორია კომპანია „სილქნეტი“.
მუდმივი პარტნიორი მთის ტრასების სააგენტო (M.T.A.); მთავარი პარტნიორი ,,თი ბი სი“, მედია პარტნიორი ,,ევრო ნიუსი საქართველო“.