2016 წლიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ევროპის განვითარებადი სათხილამურო ქვეყნების (SES) კავშირის წევრია. SES-ი ყოველწლიურად ატარებს შეჯიბრებებს სხვადასხვა სათხილამურო დისციპლინებში, ასევე საწრთვნელ შეკრებასა და სემინარებს.
2026 წლის 19 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით ბოსნია და ჰერცეგოვინას სათხილამურო კურორტ ბიელასნიცაში FIS-ის მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, SES-ის ორგანიზებით ტარდება საწვრთნელო შეკრება განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან მოწვეული ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის.
ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები: მარიამ მამნიაშვილი, ელიზაბეტ გოგიტიძე, საბა ოქროპირიძე და მათი მწვრთნელი მათე ეცადაშვილი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის დახმარებით იმყოფებიან ამ შეკრებაზე.
შეკრების დასასრულს – 24 იანვარს ჩატარდა შეჯიბრი ,,SES FIS KUP Stinji Do” სათხილამურო და სნოუბორდის სლოუფსთაილისა და ბიგ ეარის სახეობებში, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა გვასახელეს. მარიამ მამნიაშვილმა სათხილამურო შეჯიბრზე ორი პირველი ადგილი მოიპოვა, ელიზაბეტ გოგიტიძემ სნოუბორორდის ბიგ ეარის სახეობაში მესამე ადგილი დაიკავა, აღსანიშნავია, რომ ის პირველად გამოდიოდა შეჯიბრზე, სნოუბორდერი საბა ოქროპირიძე კი მეორე ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს წარმატებას!

