book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

დღეს ბაკურიანში გიგანტური სლალომი ჩატარდა

დღეს, 2 თებერვალს ბაკურიანში დიდველის ფერდობზე,  ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული ეტაპი – გიგანტური სლალომი წარმატებით ჩატარდა. დღესაც საშეჯიბროდ ძალიან კარგი პირობები იყო. შეჯიბრში ისევ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო: გიგანტური სლალომის პრიზიორები: 2011-2012 წწ. გოგონები: 1 – კატო ცირეკიძე – გუდაური 2 –…

დეტალურად

დღეს ბაკურიანში 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული მეორე ეტაპი – სლალომი გაიმართა

 დღეს ბაკურიანში დიდველის ფერდობზე, ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული ეტაპი გაიმართა სლალომის სახეობაში. მზიანმა ამინდმა და კარგად მომზადებულმა თოვლის საფარმა ორგანიზატორებსა და სპორტსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი დაგეგმილ დროს წარმატებით გამართულიყო. შეჯიბრში ტრადიციულად თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო: სლალომის პრიზიორები: 2011-2012 წწ. გოგონები: 1…

დეტალურად

უნივერსიადაზე ლაშა კურტანიძემ წარმატებით იასპარეზა

მსოფლიო უნივერსიადა იტალიაში, ქალაქ ტურინში მიმდინარეობს. დღეს სკი კროსის ფინალური შეჯიბრი კურორტ ბარდონეჩიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა: ლაშა კურტანიძემ და ბექა ბერძენიშვილმა იასპარეზეს. კვალიფიკაციის შემდეგ ლაშა მესამე და ბექა მეცხრე ადგილებზე იყვნენ. ამ შედეგით ლაშამ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, საბოლოოდ კი მერვე ადგილზე გავიდა. ლაშა კურტანიძე: -,,მედლის მოპოვების შანსი გვქონდა და ცოტა გულდასაწყვეტია ეს შედეგი. შეცდომები დავუშვი დაშვებისას,…

დეტალურად

ნინო წიკლაურმა ავსტრიაში სლალომის შეჯიბრი მოიგო

დღეს, 19 იანვარს ავსტრიის კურორტ სანტ მიხაილში FIS-ის ეგიდით შეჯიბრების მეორე დღესაც სლალომი გაიმართა, ნინო წიკლაურმა ამჯერად გამარჯვება მოიპოვა, მეორე ადგილი გაიყვეს დანიელმა ნუუნუ ქემნი ბერტელსერმა და გერმანელმა სოფი ვონ სტინმა. ვულოცავთ ნინოს გამარჯვებას!

დეტალურად

ნინო წიკლაურმა ავსტრიაში მეორე ადგილი დაიკავა

18 იანვარს ავსტრიის კურორტ სანტ მიხაილში FIS-ის ეგიდით შეჯიბრება სლალომის სახეობაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა. ნინომ მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრში 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი ასპარეზობდა. პირველ ადგილზე ამერიკელი მირაბელ რეჩველი გავიდა. ნინო წიკლაურმა მუხლის ტრავმა ორი წლის წინ მიიღო, დიდი ხნის რეაბილიტაციის შემდეგ პირველად გამოვიდა შეჯიბრზე. ნინო წიკლაური: ,,ბოლო ორი სეზონი ტრავმის გამო ფაქტიურად ვერ ვისრიალე,…

დეტალურად

საქართველოს მოთხილამურეთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებაში ,,ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა 2025“

იტალიაში, ქალაქ ტორინოში საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FISU)-ს ორგანიზებით “ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა 2025” ტარდება. უნივერსიადაზე ქართველი სტუდენტი სპორტსმენები სამთო სათხილამური და სკი კროსის სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: ლევან ნაზღაიძე და ლუკა ბუჩუკური 19-სა და 22 იანვარს სლალომსა და გიგანტურ სლალომში გამოვლენ. სკი კროსის ნაკრების წევრები: ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე კი 22 იანვარს მიიღებენ შეჯიბრში მონაწილეობას! წარმატებებს ვუსურვებთ…

დეტალურად

დღეს ზურულდის ტრასაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი – სლალომი გაიმართა

დღეს მესტიაში ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი სლალომის სახეობაში გაიმართა. გუშინდელივით დღესაც შეჯიბრება წარმატებით ჩატარდა. შეჯიბრში თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები დღესაც სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო. სლალომის პრიზიორები: 2011-2012 წწ. გოგონები: 1 – კესანე დავლიანიძე – ,,სკი ჰაუსი“ 2 – ნუცა თევზაძე – თბილისი 3 – მარი გივრაძე –…

დეტალურად

მესტიაში 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი გაიმართა

დღეს მესტიაში ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი გაიმართა. მზიანმა ამინდმა სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩატარებულიყო. შეჯიბრში თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო. გიგანტური სლალომის პრიზიორები: 2011-2012 წწ. გოგონები: 1 – კატო ცირეკიძე – გუდაური 2 – კესანე დავლიანიძე – ,,სკი ჰაუსი“…

დეტალურად

დღეს კოხტა გორაზე ბაკურიანში მსოფლიო თასი – დუალ მოგული ჩატარდა

დღეს ბაკურიანში კოხტა გორას ტრასაზე მსოფლიო თასის ეტაპი დუალ მოგულის სახეობაში ჩატარდა. მზიანმა ამინდმა ხელი შეუწყო როგორც სპორტსმენებს ასევე ორგანიზატორებს, რომ შეჯიბრი წარმატებით გამართულიყო. ქალთა შორის ამერიკელმა ჯეინ კაუფმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე იაპონელი რინო იანაგიმატო გავიდა, მესამე ადგილი კი ფრანგმა პერინ ლაფონტემ დაიკავა. ვაჟთა შორის შვედმა ვალტერ ვალბერგმა გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ბენჟამინ ქავემ და შვედმა ფილიპ გრევენფორსმა…

დეტალურად

დღეს ბაკურიანში მოგულის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა

დღეს ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის სახეობაში წარმატებით გაიმართა. ქალთა შორის გაიმარჯვა ამერიკელმა ოლივია გიაქიომ, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს: ფრანგმა ფერინ ლაფონტემ და ამერიკელმა ჯელინ კაუფმა. ვაჟთა შორის კი ფრანგი ბენჟამინ ქავიე გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე კანადელი მიკაელ კინსბარი გავიდა, მესამე ადგილს კი ფინელი სევერი ვიერელა დასჯერდა. საღამოს ბაკურიანში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით მოგულის სახეობის…

დეტალურად