26 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე ავსტრიის კურორტ შტუბაიში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებული შეკრება გაიმართა. ყოველწლიურად საერთაშორისო ფედერაცია აწყობს ახალგაზრდა მოთხილამურეებისთვის მოსამზადებელ შეკრებას, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან სპორტსმენები, რომლებიც ბავშვთა ასაკიდან იუნიურთა ასაკში გადადიან (16 წ.). ისინი ავსტრიაში მყინვარზე გადიან მომზადებას. FIS-ის წესებით ქვეყნიდან ერთი გოგონასთვის და ერთი ვაჟისთვის არის შესაძლებელი ამ შეკრებაზე მოხვედრა.
საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ ნინო გეორქოვსა და ნიკოლოზ ლებანიძეს მისცა შესაძლებლობა ევარჯიშათ ავსტრიაში. ნინომ და ნიკოლოზმა საქართველოს თასის ეტაპებზე გამოიჩინეს თავი, მოიპოვეს 2025 წლის თასები და ამის საფუძველზე გაემგზავრნენ მყინავრზე სავარჯიშოდ. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ლებანიძემ მუხლის ტრავმა მიიღო.
ნინო გეორქოვი: -,,აქტიურად ვვარჯიშობდი ყოველდღე მთაზე, ასევე გვქონდა ფიზიკური აქტივობები. სხვადასხა ქვეყნიდან ჩამოსულ ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობდი და გვყავდა იტალიელი მწვრთნელები.
ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან კარგი გამოცდილება მივიღე, მოვემზადე ზამთრის სეზონისთვის და შევიძინე უამრავი მეგობარი.“
ნიკოლოზ ლებანიძე: -,,FIS Camp-ში გატარებული დრო მართლაც განსაკუთრებული გამოცდილება იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვირაში ტრავმა მივიღე და პროგრამის ნაადრევად დატოვება მომიწია, მაინც ძალიან მოვიხიბლე ბანაკის ატმოსფეროთი, ორგანიზაციითა და იმ ადამიანებით, რომლებთანაც ერთად დაიწყო ჩემი თავგადასავალი. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა მხარდამჭერი გარემო. როგორც მენტორები, ისე მონაწილეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ მეგრძნო.
ეს პერიოდი ჩემთვის იყო სწავლების, ახალი მეგობრებისა და ისეთ გამოცდილებათა წყარო, რომელთა გახსენებაც ყოველთვის დადებით ემოციებს მომიტანს მომავალში. მიუხედავად გაუთვალისწინებელი შემთხვევისა, FIS Camp ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სასიამოვნო და ღირებულ ეტაპად დარჩება. დიდი მადლობა საქართველოს ფედერაციას რომ ამ გამოცდილების მიღების საშუალება მომცა.“
ნიკოლოზს მალე გამოჯანმრთელებას, ორივეს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!
