book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

საქართველოს სკი კროსის ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი ამჟამად ევროპაში იმყოფება თავის მწვრთნელებთან ვახტანგ კოპაძესთან და ალექსანდრე ცხოვრებაშვილთან ერთად. დავითი შეჯიბრებებზე გამოდის და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის.

დავითი მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულშია, მაგრამ მან ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება რომ მიიღოს, მსოფლიო თასის ეტაპის საუკეთესოთა 30-ეულში უნდა შეძლოს მოხვედრა.

ნოემბერში დავითმა ავსტრიის კურორტ პიცტალში FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრებებზე იასპარეზა, მან 26-ე და 28-ე ადგილები დაიკავა, რითაც გაიმყარა თავისი მსოფლიო რეიტინგი.

9-10 დეკემბერს საფრანგეთის კურორტ ვალტორენსში მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა, სადაც დავითმა იასპარეზა. სამწუხაროდ მან კვალიფიკაცია ვერ გაირა.

ამჟამად დავითი შვეიცარიაში იმყოფება, კურორტ აროზაში 15-16 დეკემბერს მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება და ამ შეჯიბრის შემდეგ იგი გეგმავს იტალიის კურორტ ინიჩენში 19-21 დეკემბერს იასპარეზოს, სადაც დავითს კიდევ აქვს შანსი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს.

წარმატებებს ვუსურვებთ დავითს!