მსოფლიო უნივერსიადა იტალიაში, ქალაქ ტურინში მიმდინარეობს. დღეს სკი კროსის ფინალური შეჯიბრი კურორტ ბარდონეჩიაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა: ლაშა კურტანიძემ და ბექა ბერძენიშვილმა იასპარეზეს.
კვალიფიკაციის შემდეგ ლაშა მესამე და ბექა მეცხრე ადგილებზე იყვნენ. ამ შედეგით ლაშამ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, საბოლოოდ კი მერვე ადგილზე გავიდა.
ლაშა კურტანიძე: -,,მედლის მოპოვების შანსი გვქონდა და ცოტა გულდასაწყვეტია ეს შედეგი. შეცდომები დავუშვი დაშვებისას, სკი კროსი ისეთი სპორტის სახეობაა, რომ გამართლებაც სჭირდება სპორტსმენს წარმატების მიღწევაში. კვალიფიკაციის შემდეგ მესამე ადგილზე ვიყავი, საბოლოოდ კი მერვე ადგილი დავიკავე.“