book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

24-26 თებერვალს სომხეთის კურორტ წაგხაძორში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით სამთო-სათხილამურო სპორტში სომხეთის ღია პირველობა და სარეიტინგო შეჯიბრებები გაიმართა. ამავე დღეებში ასევე ჩატარდა ბავშვთა შორის (U14-U16) სლალომი და გიგანტური სლალომის სახეობები, სადაც ბაკურიანის სამთო-მოთხილამურეთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

უფროს ასაკში გიგანტურ სლალომში ნინო გეორქოვი მესამე და მეორე ადგილებზე გავიდა, მესამე ადგილი დაიკავა ამავე სახეობაში ირაკლი აბესაძემაც.

ორივე სლალომში გამარჯვება მოიპოვა ნინო გეორქოვმა, ირაკლი აბესაძემ კი მესამე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ბავშვთა შეჯიბრებებს, აქაც გვასახელეს ჩვენმა მოთხილამურეებმა. გიგანტურ სლალომსა და სლალომში 2010-2011 წწ.-თა ბავშვთა შორის ანასტასია ვიბლიანმა ორი გამარჯვება მოიპოვა. 2012-2013 წწ.-თა შორის ანანო სანაკოევიც ასევე ორჯერ გახდა ჩემპიონი, თეკლა ვიბლიანმა კი ორივე დღეს მეორე ადგილი დაიკავა. ვაჟთა შორის 2012-2013 წწ.-თა შორის ორივე სახეობაში ალექსანდრე მურადიანმა მოიგო შეჯიბრებები, ალექსანდრე ნასყიდაშვილი კი მესამე ადგილზე გავიდა, მესამე ადგილზე გავიდა ასევე დავით წარიტოვი.

ვულოცავთ ჩვენს მოთხილამურეებს წარმატებას!