book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

ნინო წიკლაურმა ავსტრიაში მეორე ადგილი დაიკავა

18 იანვარს ავსტრიის კურორტ სანტ მიხაილში FIS-ის ეგიდით შეჯიბრება სლალომის სახეობაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა. ნინომ მეორე ადგილი დაიკავა. შეჯიბრში 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი ასპარეზობდა. პირველ ადგილზე ამერიკელი მირაბელ რეჩველი გავიდა. ნინო წიკლაურმა მუხლის ტრავმა ორი წლის წინ მიიღო, დიდი ხნის რეაბილიტაციის შემდეგ პირველად გამოვიდა შეჯიბრზე. ნინო წიკლაური: ,,ბოლო ორი სეზონი ტრავმის გამო ფაქტიურად ვერ ვისრიალე,…

დეტალურად

საქართველოს მოთხილამურეთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებაში ,,ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა 2025“

იტალიაში, ქალაქ ტორინოში საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FISU)-ს ორგანიზებით “ზამთრის მსოფლიო უნივერსიადა 2025” ტარდება. უნივერსიადაზე ქართველი სტუდენტი სპორტსმენები სამთო სათხილამური და სკი კროსის სახეობაში იასპარეზებენ. საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: ლევან ნაზღაიძე და ლუკა ბუჩუკური 19-სა და 22 იანვარს სლალომსა და გიგანტურ სლალომში გამოვლენ. სკი კროსის ნაკრების წევრები: ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე კი 22 იანვარს მიიღებენ შეჯიბრში მონაწილეობას! წარმატებებს ვუსურვებთ…

დეტალურად

დღეს ზურულდის ტრასაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი – სლალომი გაიმართა

დღეს მესტიაში ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი სლალომის სახეობაში გაიმართა. გუშინდელივით დღესაც შეჯიბრება წარმატებით ჩატარდა. შეჯიბრში თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები დღესაც სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო. სლალომის პრიზიორები: 2011-2012 წწ. გოგონები: 1 – კესანე დავლიანიძე – ,,სკი ჰაუსი“ 2 – ნუცა თევზაძე – თბილისი 3 – მარი გივრაძე –…

დეტალურად

მესტიაში 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი გაიმართა

დღეს მესტიაში ზურულდის ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონალური ეტაპი გაიმართა. მზიანმა ამინდმა სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩატარებულიყო. შეჯიბრში თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები ტრადიციულად სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო. გიგანტური სლალომის პრიზიორები: 2011-2012 წწ. გოგონები: 1 – კატო ცირეკიძე – გუდაური 2 – კესანე დავლიანიძე – ,,სკი ჰაუსი“…

დეტალურად

დღეს კოხტა გორაზე ბაკურიანში მსოფლიო თასი – დუალ მოგული ჩატარდა

დღეს ბაკურიანში კოხტა გორას ტრასაზე მსოფლიო თასის ეტაპი დუალ მოგულის სახეობაში ჩატარდა. მზიანმა ამინდმა ხელი შეუწყო როგორც სპორტსმენებს ასევე ორგანიზატორებს, რომ შეჯიბრი წარმატებით გამართულიყო. ქალთა შორის ამერიკელმა ჯეინ კაუფმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე იაპონელი რინო იანაგიმატო გავიდა, მესამე ადგილი კი ფრანგმა პერინ ლაფონტემ დაიკავა. ვაჟთა შორის შვედმა ვალტერ ვალბერგმა გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილები ფრანგმა ბენჟამინ ქავემ და შვედმა ფილიპ გრევენფორსმა…

დეტალურად

დღეს ბაკურიანში მოგულის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა

დღეს ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის სახეობაში წარმატებით გაიმართა. ქალთა შორის გაიმარჯვა ამერიკელმა ოლივია გიაქიომ, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს: ფრანგმა ფერინ ლაფონტემ და ამერიკელმა ჯელინ კაუფმა. ვაჟთა შორის კი ფრანგი ბენჟამინ ქავიე გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე კანადელი მიკაელ კინსბარი გავიდა, მესამე ადგილს კი ფინელი სევერი ვიერელა დასჯერდა. საღამოს ბაკურიანში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით მოგულის სახეობის…

დეტალურად

კიცბიუელის შეჯიბრებების პოსტერების კონკურში ქართველმა – ლაშა ინაშვილმა გაიმარჯვა

ავსტრიის ცნობილ კურორტზე კიცბიუელში ყოველ წელს FIS-ის მსოფლიო თასისა და ასევე სხვა რანგის შეჯიბრებები ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში. ,,ჰეინენკენ რემენის“ ტრასა განთქმულია ურთულეს ფერდობად. FIS- ის მსოფლიო თასის ეტაპების დასაბამიდან შეჯიბრებები ამ ტრასაზე ტრადიციულად ყოველ ზამთარს იმართება. ამ შეჯიბრზე მონაწილეობა და ასევე დასწრება ძალიან პრესტიჟულია. მსოფლიო თასის ეტაპის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულ სპორტსმენის სახელსა და გვარს საბაგირო გზის გონდოლას აწერენ. კიცბიუელში FIS…

დეტალურად

საქართველოს სკი კროსის ნაკრები ზამთრის სეზონისთვის ემზადება

10 ნოემბრიდან საქართველოს სკი კროსის ნაკრების წევრები: დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე ავსტრიის კურორტ პიცტალში მყინვარზე ვარჯიშობენ თავიანთი მწვრთნელის – ვატო კოპაძის მეთვალყურეობით. 22-23 ნოემბერს ამავე კურორტზე გაიმართება FIS-ის შეჯიბრი, სადაც ჩვენი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. დეკემბერში კი დავით თედიაშვილი მსოფლიო თასის ეტაპებზე მონაწილეობის მიღებას გეგმავს. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს სპორტსმენებს!

დეტალურად

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრებმა ავსტრიაში ივარჯიშა

25 ოქტომბერიდან 6 ნოემბრამდე საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა  გუნდმა ავსტრიის ცნობილ კურორტზე ჰინტერტუქსში ივარჯიშა. ოლიმპიური ნაკრების წევრები: ლევან ნაზღაიძე, იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ნიკოლოზ გოგოლაძე და გოგა გულედანი ემზადებიან ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ბაკურიანში 2025 წლის თებერვალში გაიმართება. მათთან ერთად ასევე იყვნენ უფროსი ასაკის მოთხილამურეები: ნოდარ კოზანაშვილი და ლუკა ბუჩუკური, რომელთაც იტალიელი მწვრთნელი მაურო არიოლი ამზადებს. ამჟამად ოლიმპიურ ნაკრებს ალექსი…

დეტალურად

მარკო ოდერმატმა 2024 წლის საუკეთესო მოთხილამურის ტიტული მოიპოვა

27-28 ოქტომბერს 2024/25 წლის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ტრადიციულად ავსტრიის ცნობილ კურორტზე – ზოლდენში ჩატარდა. აქვე გამოვლინდა 2024 წლის საუკეთესო მოთხილამურე. შვეიცარიელმა მარკო ოდერმატმა კიდევ ერთი ბრწყინვალე თასი დაამატა თავის ჯილდოებს. საუკეთესო მოთხილამურე სათხილამურო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ (AIJS) დააჯილდოვა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა – პატრიკ ლანგმა პრესტიჟული Skieur D’Or 2024 – სერჯ ლანგის თასი გადასცა. მან ეს ტიტული…

დეტალურად