book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

 

 

 

ზამთრის მთავარ მოვლენამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს  უმასპინლძებს. 16 თებერვლიდან 5 მარტამდე გაიმართება ჩემპიონატი, რომლისთვისაც მზადება ჩვენმა ქვეყანამ 5 წლის წინ დაიწყო. მოსამზადებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა გადასული. მომდევნო თვიდან საქართველო მსოფლიო ყურადღების ეცენტრში მოექცევა.

 

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 700 – მდე სპორტსმენმა. ჩემპიონატის ფარგლებში ბაკურიანს 3000-მდე სტუმარი ეწვევა.   თებერვლიდან ჩვენი ქვეყანა უპრეცენდეტო რაოდენობის უცხოელ სტუმარს მიიღებს მთელი მსოფლიოდან.

 

მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე პრესტიჟული მოვლენაა ზამთრის სპორტის მიმდევართათვის, ბაკურიანის ისტორიულ კურორტზე მსოფლიო სპორტის ნამდვილი ვარსკლავები მოიყრიან თავს. შეჯიბრებების პირდაპირი ტრანსლიაცია მოხდება ისეთ რეიტინგულ სპორტულ არხზე როგორიცაა ევროსპორტი.

 

გასულ წლებში ბაკურიანმა წარმატებით უმასპინძლა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სატესტო ღონისძიებს, რომელთა გამართვა აუცილებელი პირობა იყო ამ მასშტაბურ მოვლენამდე და ორგანიზების მხრივ დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორიციელდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, 3 საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების 29 კილომეტრიანი სისტემა დიდველის, კოხტასა და მიტარბის არეალში.

 

ჩემპიონატის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბაკურიანში 18 თებერვალს გაიმართება. დაბაში მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება, რომლზეც დასწრება ნებისმიერი სტუმრისთვის იქნება შესაძლებელი.

 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ – bakuriani2023.ge