აჭარაში საქართველოს რეგიონალური სამთო-სათხილამურო თასის სლალომის შეჯიბრი გაიმართა
18 თებერვალს გოდერძის უღელტეხილზე 2024 წლის საქართველოს რეგიონალური სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი – სლალომი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: აჭარის, გუდაურის, თბილისის, ბაკურიანისა და მესტიის ნაკრები გუნდებმა.
სამთო-მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს:
ბავშვები I, დაბადების წელი 2010-2011
გოგონები:
- კატო ცირეკიძე – გუდაური
- ქეთი ვეზდენი – სვანეთი
- მარი გიბრაძე – აჭარა
ვაჟები:
- კახა გოშთელიანი – სვანეთი
- გიორგი ნაზღაიძე – გუდაური
- ანდრია ბურდული – გუდაური
ბავშვები II, დაბადების წელი 2008-2009
გოგონები:
- ნინო გეორქოვი – ბაკურიანი
- ელზა ჩოგაძე – აჭარა
- ლანა გელაძე – აჭარა
ვაჟები:
- ირაკლი ხერგიანი – სვანეთი
- გიორგი ჯაფარიძე – სვანეთი
- ირაკლი აბესაძე – ბაკურიანი
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2007 და უფროსი ასაკი
გოგონები:
- ნატა მეხეშიძე – აჭარა
- მარი ჩოგაძე – აჭარა
- ზეინაბი ჩოგაძე – აჭარა
ვაჟები:
- ნიკოლოზ გოგოლაძე – ბაკურიანი
- გოგა გულედანი – სვანეთი
- ოთო ხვედელიძე – ბაკურიანი
შეჯიბრის შემდეგ სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.
აჭარის სათხილამურო ფედერაციამ და აჭარის სპორტის დეპარტამენტმა პირველებმა უმასპინძლეს საქართველოს რეგიონალურ სამთო-სათხილამურო თასის ეტაპს, სლალომსა და გიგანტურ სლალომში. სწორედ მათი ძალიან კარგი ორგანიზებითა და დიდი ძალისხმევით, მიუხედავად უამინდობისა, შეჯიბრება წარმატებით ჩატარდა. საქართველოს რეგიონალური თასის ეტაპი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ეგიდით და მთის ტრასების სააგენტოს პარტნიორობით ჩატარდა. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია კომპანია სილქნეტი. საქართველოს თასის ეტაპების მედია პარტნიორია “ევრო ნიუს საქართველო”.
ამით დასრულდა 2024 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი. აპრილში კი საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი გუდაურშია დაგეგმილი.