10 თებერვალს სლოვაკეთის კურორტ დონოველიში FIS-ის ფრისკის სლოუფსთაილის სარეიტინგო შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს ფრისტაილის ნაკრების წევრებმა რევაზ ბურდულმა და ნიკა ელოშვილმა იასპარეზეს. რევაზმა მეორე და ნიკამ მესამე ადგილები დაიკავეს. შეჯიბრი სლოვაკმა მიხაელ ორავეჩმა მოიგო.
რევაზმა ამ შედეგით ევროპის თასის ეტაპებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აწი ნიკასთან ერთად რევაზიც გამოვა FIS-ის ევროპის თასის ეტაპებზე.
ვულოცავთ ქართველ მოთხილამურეებს და მომავალ შეჯიბრებებზე წარმატებებს ვუსურვებთ!