book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

დღეს ავსტრიის ცნობილ კურორტზე ზაალბახში სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატის სლალომი გაიმართა ქალთა შორის, ნინო წიკლაური პირველი ცდის შემდეგ 33-ე ადგილზე იყო, საბოლოოდ კი 28-ე ადგილი დაიკავა. ეს შედეგი ნინოს კარიერაში საუკეთესოა.

ნინო წიკლაური: ,,პირველ რიგში ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით, ჩემი კარიერის განმავლობაში საუკეთესო შედეგია და ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამ ეს როგორ შევძელი. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ორი წელია ტრავმა ვერ მოვირჩინე, მიჭირს ვარჯიში. ჯერ კიდევ მაწუხებს მუხლი, ფიზიკურად ნამდვილად არ ვიყავი მზად. ამას კიდევ ის დაემატა, რომ ძალიან გრძელი და რთული ტრასა იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურად შევძელი ამ ყველაფრის დაძლევა და ძალიან მიხარია. სამწუხაროდ გიგანტურ სლალომში ფეხი ძალიან დამეტვირთა, ფაქტიურად ტრასის გაგრძელება ვერ შევძელი და გავჩერდი. ამჟამად სლალომში უფრო თავდაჯერებული ვარ და იმედი მაქვს შემდეგ შეჯიბრებებზე ეს გამოცდილება კიდევ უფრო დამეხმარება. მადლობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გვერდში დგომისთვის და ხელშეწყობისთვის!“

ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას!

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონი შვეიცარიელი ქამილე რესთი გახდა, ვერცხლის მედალი ასევე შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედალს კი ავსტრიელი კატარინა ლინსბერგერი დასჯერდა.

დღეს ასევე ჩატარდა ვაჟთა სლალომის კვალიფიკაცია, სამწუხაროდ ნოდარ კოზანაშვილი, ლევან ნაზღაიძე და ლუკა ბუჩუკური ასპარეზობას გამოეთიშნენ. ხვალ ვაჟთა სლალომი გაიმართება, სადაც ლუკა ბუჩუკური იასპარეზებს.

წარმატებებს ვუსურვებთ ლუკას!