book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

სნოუბორდის მსოფლიო თასის ეტაპის ჩატარებისასაც საორგანიზაციო კომიტეტმა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს გაართვა თავი და შეჯიბრმა გამართულად ჩაიარა.

6 მარტს ბაკურიანში სლოუფსტაილის სახეობაში კიდევ ერთი მსოფლიო დონის შეჯიბრი ჩატარდა, ახლა უკვე სნოუბორდში. შეჯიბრი ევროსპორტის არხების მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გაშუქდა.

შეჯიბრი როგორც ფრისკიში, სნოუბორდშიც საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გაიმართა, თუმცა სპორტსმენებმა 5 მარტს გამართული ფრისკის მსოფლიო თასის ეტაპის  შემდეგ სავარჯიშო სესიის გავლა მოახერხეს. ღონისძიებაში მსოფლიოს 10 ქვეყნის 20მდე სნოუბორდერმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ქართველი ათლეტი ჯაბა სხვედიანიც მოხვდა.

ქალთა შორის შედეგები ასე გადანაწილდა :

I – ლორი ბლუინი (კანადა)

II – ჟასმინ ბერდი (კანადა)

III – ბიანკა ჟიზლი (შვეიცარია)

მამაკაცებს შორის კი :

I – ლეონ ვოკენშპერგერი (გერმანია)

II – ვალენტინო გუზელი (ავსტრალია)

III – ლიონ გეტლი (გერმანია)

 

ღონისძიება როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა, ასევე უცხოელმა ათლეტებმაც დადებითად შეაფასეს. აღსანიშნავია რომ 2022 წლის მსოფლიო და ევროპის თასის ეტაპები ბოლო ნაბიჯია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. წლევანდელი სათხილამურო სეზონის დასრულებამდე საქართველოს სათხილამურო ფედერაციას კიდევ ბევრი, უკვე ადგილობრივი შეჯიბრი აქვს დაგეგმილი.

შეჯიბრის ფოტოები დაათვალიერე აქ