22 დეკემბერს ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა მოგულის სახეობაში.
მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული ქალთა შორის ავსტრალიელი იაკარა ანტონი გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე იაპონელი რინო იანაგიმოტო და ამერიკელი ჰანა სორი გავიდნენ.
ვაჟთა შორის კი პირველი სამეული ასე გადანაწილდა: – 1 . იაპონელი იკუმა ჰორიშიმა 2. შვედი ფილიპ გრავენფორსი 3. კანადელი მიკაელ კინგსბარი.
ხვალ გაიმართება ორმაგი მოგულის შეჯიბრება.