11 თებერვალს ბაკურიანში დიდველის ფერდობზე FIS-ის სკი კროსის მსოფლიო თასის ფინალი წარმატებით გაიმართა.
ქალთა შორის კვლავ გაიმარჯვა მსოფლიო თასის ეტაპების ლიდერმა – კანადელმა მარიელე ტომსონმა, მეორე ადგილზე ფრანგი მარიელე ბერგერ საბატელი გავიდა და მესამე ადგილს შვეიცარიელი ტალინა განტენბაინი დასჯერდა.
ვაჟებს შორის კი ჩემპიონი იტალიელი სიმონე დერომედისი გახდა, მეორე და მესამე ადგილებზე შვედი დევიდ მობერგი და შვეიცარიელი ტობიას ბაუერი გავიდნენ.
შემდეგი სკი კროსის მსოფლიო თასის ეტაპები ავსტრიის კურორტ რაიტერალმში 24-25 თებერვალს გაიმართება.