ავსტრიის ცნობილ კურორტზე კიცბიუელში ყოველ წელს FIS-ის მსოფლიო თასისა და ასევე სხვა რანგის შეჯიბრებები ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში. ,,ჰეინენკენ რემენის“ ტრასა განთქმულია ურთულეს ფერდობად. FIS- ის მსოფლიო თასის ეტაპების დასაბამიდან შეჯიბრებები ამ ტრასაზე ტრადიციულად ყოველ ზამთარს იმართება. ამ შეჯიბრზე მონაწილეობა და ასევე დასწრება ძალიან პრესტიჟულია. მსოფლიო თასის ეტაპის მოგების შემთხვევაში გამარჯვებულ სპორტსმენის სახელსა და გვარს საბაგირო გზის გონდოლას აწერენ.
კიცბიუელში FIS -ის მსოფლიო თასის – სწრაფდაშვების, სუპერგიგანტისა და სლალომის შეჯიბრებებზე 10 000 -ბით მაყურებელი ჩადის, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავები და სხვა ცნობილი სახეები.
სასიხარულოა, რომ სწორედ ამ კურორტზე 2024 წლის გამართულ შეჯიბრებების პოსტერების კონკურსზე ქართველმა მხატვარმა – ლაშა ინაშვილმა გაიმარჯვა.
ვულოცავთ მას ამ წარმატებას!