20 თებერვალს ბაკურიანში ევროპის თასის მეორე ეტაპი ჩატარდა პარალელურ გიგანტურ სლალომში.
შეჯიბრში 11 ქვეყნის, ავსტრიის, უკრაინის, შვეიცარიის, გერმანიის, რუსეთის, სლოვენიის, ავსტრალიის, ირანის, პოლონეთის, იტალიის და საქართველოს სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილება.
მეორე ეტაპში 56-მა იასპარეზა, 28 მამაკაცმა და 28 ქალმა.
მამაკაცებს შორის შედეგები ასე გადანაწილდა :
პირველი ადგილი – სტეფან ბაუმაისტერი
მეორე ადგილი – დარიო კავიეზელი
მესამე ადგილი – არვიდ აუნერი
ქალთა შორის კი პირველი ადგილი მოიპოვა საბინა შოფმენმა.
მეორე ადგილი – ჯენი ლადინა
მესამე ადგილი – პატრიცია კუმერმა
ევროპის თასის მეორე საშეჯიბრო დღის ფოტოების სანახავად ეწვიე ბმულს.