book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

[contact-form-7 id="765"]

პარალელური გიგანტური სლალომი

დღეს, 19 თებერვალს ბაკურიანმა, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გამართულ ევროპის თასს პირველად უმასპინძლა პარალელურ გიგანტურ სლალომში.

შეჯიბრებაში 11 ქვეყნის, ავსტრიის, უკრაინის, შვეიცარიის, გერმანიის, რუსეთის, სლოვენიის, ავსტრალიის, ირანის, პოლონეთის, იტალიის და საქართველოს სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილება. ბაკურიანში შეჯიბრების ფარგლებში ჩამოვიდნენ მსოფლიო დონის წარმატებული ათლეტები, როგორიცაა ოლიმპიური ჩემპიონი ბენჟამინ კარლი, მსოფლიო ჩემპიონი კლაუდია რიგლერი, დანიელა ულბინგი და სხვები.   საქართველოს სახელით კი, წარმატებულმა ათლეტმა , რევაზ ნაზღაიძემ იასპარეზა.

მამაკაცებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა შვეიცარიის ნაკრების წევრმა კავიეთზელ დარიომ.

მეორე ადგილი – ბენჟამინ კარლი

მესამე ადგილი – ბაუმეისტერ სტეფანი.

ქალთა შორის შედეგები ასე გადანაწილდა:

პირველი ადგილი – ჯენი ლადინა (შვეიცარია)

მეორე ადგილი – მილენა ბიკოვა (რუსეთი)

მესამე ადგილი – საბინე შოფმენი (ავსტრია)

ევროპის თასის პირველი საშეჯიბრო დღის ფოტოების სანახავად ეწვიე ბმულს.