დღეს ბაკურიანში კოხტა გორას ფერდობზე FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის სახეობაში წარმატებით გაიმართა.
ქალთა შორის გაიმარჯვა ამერიკელმა ოლივია გიაქიომ, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს: ფრანგმა ფერინ ლაფონტემ და ამერიკელმა ჯელინ კაუფმა.
ვაჟთა შორის კი ფრანგი ბენჟამინ ქავიე გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე კანადელი მიკაელ კინსბარი გავიდა, მესამე ადგილს კი ფინელი სევერი ვიერელა დასჯერდა.
საღამოს ბაკურიანში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით მოგულის სახეობის სხვადასხვა ვარსკვლავები ქართველ სპორტსმენებსა და მოზარდებს შეხვდნენ.
ხვალ დუალ მოგულის შეჯიბრება 12:00 სთ.-ზეა დაგეგმილი.