დღეს, 2 თებერვალს ბაკურიანში დიდველის ფერდობზე, ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე 2025 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული ეტაპი – გიგანტური სლალომი წარმატებით ჩატარდა. დღესაც საშეჯიბროდ ძალიან კარგი პირობები იყო.
შეჯიბრში ისევ თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. სპორტსმენები სამ ასაკობრივ ჯგუფად დაიყო:
გიგანტური სლალომის პრიზიორები:
2011-2012 წწ.
გოგონები:
1 – კატო ცირეკიძე – გუდაური
2 – თეკლა ვიბლიანი – ბაკურიანი
3 – ანანო სანაკოევი – ბაკურიანი
ვაჟები:
1 – ალექსანდრე ნასყიდაშვილი – ბაკურიანი
2 – ანდრია ბურდული – გუდაური
3 – გიორგი ბედოიძე – გუდაური
2009-2010 წწ.
გოგონები:
1 – ანასტასია ვიბლიანი – ბაკურიანი
2 – ნინო გეორქოვი – ბაკურიანი
3 – ელენე ბურდული – გუდაური
ვაჟები:
1 – ნიკოლოზ ლებანიძე – თბილისი
2 – კახა გოშთელიანი – სვანეთი
3 – ბაჩი კოჩალიძე – აჭარა
2008 წ. და უფროსი ასაკი:
გოგონები:
1 – ნელი უსტიმენკო – ბაკურიანი
2 – ნატა მეხეშიძე – აჭარა
3 – ლანა გელააძე – აჭარა
ვაჟები:
1 – ირაკლი ხერგიანი – სვანეთი
2 – გიორგი ჯაფარიძე – სვანეთი
3 – იესე ვეზდენი – სვანეთი
ამით დასრულდა საქართველოს თასის მეორე ეტაპი, შემდეგი შეჯიბრებების მასპინძელი კი აჭარაა. 22-23 თებერვალს გოდერძის კურორტზე გაიმართება მესამე ეტაპი.