იტალიის კურორტ კოლერეში FIS-ის შეჯიბრება ჩატარდა სკი კროსის სახეობაში, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებმა: დავით თედიაშვილმა, ლაშა კურტანიძემ და ბექა ბერძენიშვილმა იასპარეზეს.
დავითმა მეორე ადგილი დაიკავა, ბექა მე-11 და ლაშა მე-20 ადგილებზე გავიდნენ. შეჯიბრება იტალიელმა ფილიპო ზამბონიმ მოიგო.
ვულოცავთ დავითს წარმატებას!