28 თებერვალსა და 1-ელ მარტს გუდაურმა უმასპინძლა FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპს სკი კროსის სახეობაში. შეჯიბრებაში14 ქვეყნის 100 მდე სპორტსმენმა იასპარეზა. ორივე დღეს ასპარეზობა წარმატებით გაიმართა.
პირველ დღეს ქალთა შორის გაიმარჯვა შვეიცარიელმა ფანი სმიტმა, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ: იტალიელი ჯოლი გელი და კანადელი ინდია შერეტი.
ვაჟთა შორის კი ჩემპიონი გახდა იტალიელი სიმონე დერომედისი, მეორე ადგილი იაპონელმა რიო სუგაიმ დაიკავა და მესამე ადგილზე შვედი ერიკ მობერგი გავიდა. ქართველმა დავით თედიაშვილმა სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაირა.
1-ელ მარტს კი პრიზიორები ასე გადანაწილდნენ:
ქალები:
- ჯოლი გელი – იტალია
- ფანი სმიტი – შვეიცარია
- ქორნი ჰოფოსი – კანადა
ვაჟები:
- რისი ჰოვდენი – კანადა
- ფლორიან ვილმსმენი – გერმანია
- სიმონე დერომედისი – იტალია
ამით დასრულდა სკი კროსის შეჯიბრებები, 8-9 მარტს კი გუდაურში სნოუბორდ კროსის FIS-ის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება.