საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სათხილამურო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი გოგი თოფაძის გარდაცვალების გამო. ბატონი გოგი საქართველოს სათხილამურო ფედერაციას ხელმძღვანელობდა 1994 წლიდან 2009 წლამდე. განუზომელია მისი წვლილი საქართველოს სათხილამურო სპორტის განვითარებაში. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.