ბაკურიანს ინსპექტირების მიზნით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები ეწვივნენ.
საქართველომ 2023 წლის სათხილამურო ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. 2023 წლამდე საქართველოში სატესტო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. 2022 წელს ბაკურიანში გაიმართება ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სხვადასხვა დისციპლინებში : სლოუფსთაილში, სნოუბორდსა და თხილამურებში, ასევე პარალელურ სნოუბორდში.
საშეჯიბრო ტრასის ინსპექტირების მიზნით ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) დელეგატები, ინსპექციის საერთაშორისო სპორტული მარკეტინგის კომპანია Infront-ი და ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები OnCourse და Schneestern-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
საორგანიზაციო მხარეებმა ინსპექტირების დროს განიხილეს ისეთ წამყვანი საკითხები როგორიცაა შეჯიბრის სტარტისა და ფინიშის სივრცეების სამშენებლო და საროგანიზაციო გეგმა. შეხვედრები ასევე მოიცავდა საბაგიროებისა და სპეცტექნიკის მუშაობის შემოწმებას და ადგილზე არსებული სამედიცინო პუნქტების დათვალიერებას. გარდა ამისა საორგანიზაციო კომიტეტის წევრებმა მიმოიხილეს ტრასის დიზაინი, სატელევიზიო გაშუქებისა და მედიის მოთხოვნები, გუნდების ტრანსპორტირება/ლოჯისტიკა და სხვა.
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ქართული მხარის მიერ ამ დრომდე ჩატარებული სამუშაოები და მათი მხრიდან სულ უფრო მყარდება მოლოდინი, რომ 2022 წელს დაგეგმილი მსოფლიო თასის ეტაპები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება. „მიუხედავად მძიმე პანდემიური ვითარებისა, ბაკურიანში მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ , რომ ასეთი მუშაობით საუკეთესო სედეგს მივიღებთ და 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ“ – განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორმა – რობერტო მორესიმ.