book online

Winter season 2018/2019

December 16, 2018 to Easter mondat April 17, 2019



The following booking conditions apply: Minimum lenght of stay: 3 night. Arrival and departure: daily

reservation@name.com Reservation hotline: +1 800 1234 556

ბაკურიანი 2023 -ის ჩატარების უფლებიდან ორი წელი გავიდა

ბაკურიანი 2023-ის მოსამზადებელი პერიოდი ითვალისწინებს სატესტო ღონისძიებების ჩატარებას. სატესტო ღონისძიებად ითვლება მსოფლიო ან ევროპის თასის ეტაპის ორგანიზება იმ საშეჯიბრო ტრასებზე რომლებზეც უნდა გაიმართოს 2023-ის სათხილამურო ფრისტაილის და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი.

2020/21 და 2021/22 ის სათხილამურო სეზონზე დაგეგმილია ასეთი რამოდენიმე სატესტო ღონისძიება ბაკურიანში, რისთვისაც 2020-ის ზაფხულში და შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს მიწის სამუშაოები და მომზადდეს საშეჯიბრო ტრასის რელიეფი.

როგორც მოგეხსენებათ აპრილის ბოლოს საქართველოს სათხილამურო ფედერაციას და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას ჰქონდა ონლაინ ინსპექცია, სადაც განიხილეს მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლი სამუშაოების სტატუსი და გენ-გეგმა.

დამატებით დადასტურდა 2021 წლის თებერვალში ბაკურიანში სკი კროსის მსოფლიო ეტაპის ორგანიზება. ამისთვის საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საშეჯიბრო დირექტორებმა და ტრასის მშენებლებმა მოითხოვეს დამატებითი ტრასის ინსპექცია, რომელიც ჩვენმა გუნდმა დიდველის ტერიტორიიდან ონლაინ რეჟიმში ჩაატარა .

მიუხედავად იმისა რომ კოვიდ 19-მა შეაფერხა მაისში დაგეგმილი FIS-ის კონგრესი,სადისციპლინო კომიტეტები ონლაინ რეჟიმში განიხილავენ ფრისტაილის სხვადასხვა დისციპლინის საჭირბოროტო საკითხებს.აქტიურად მიმდინარეობს მომავალი წლის საშეჯიბრო კალენდრის დაგეგმვა.