6 აპრილს გუდაურში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდ კროსის სახეობაში წარმატებით გაიმართა.
გამარჯვებულები გახდნენ:
ქალებს შორის:
- ლეა კასტა – საფრანგეთი.
- ნემი ვიდმერი – შვეიცარია.
- ლისა ბოირაი ფრანჩესია – იტალია.
ვაჟთა შორის:
- ლეონ ულბრიხტი – გერმანია.
- ჟულიენ ტომასი – საფრანგეთი.
- აიდან ქოლე – საფრანგეთი.
ქართველმა სნოუბორდერებმა სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს.
7 აპრილს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართა ამავე სახეობაში. მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის პირველი გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ასევე საფრანგეთის მეორე გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი სლოვაკეთის გუნდმა დაიკავა.