17 თებერვალს გოდერძის უღელტეხილზე 2024 წლის საქართველოს რეგიონალური სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი – გიგანტური სლალომი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: აჭარის, გუდაურის, თბილისის, ბაკურიანისა და მესტიის ნაკრები გუნდებმა.
სამთო-მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს:
ბავშვები I, დაბადების წელი 2010-2011
გოგონები:
- ქეთი ვეზდენი – სვანეთი
- კატო ცირეკიძე – გუდაური
- ანასტასია ვიბლიანი – ბაკურიანი.
ვაჟები:
- კახა გოშთელიანი – სვანეთი
- ანდრია ბურდული – გუდაური
- გიორგი ნაზღაიძე – გუდაური
ბავშვები II, დაბადების წელი 2008-2009
გოგონები:
- ნელი უსტიმენკო – ბაკურიანი
- ნინო გეორქოვი – ბაკურიანი
- ელზა ჩოგაძე – აჭარა
ვაჟები:
- ირაკლი ხერგიანი – სვანეთი
- გიორგი ჯაფარიძე – სვანეთი
- ნიკოლოზ ლებანიძე – თბილისი
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2007 და უფროსი ასაკი
გოგონები:
- მარი ჩოგაძე – აჭარა
- ნატა მეხეშიძე – აჭარა
ვაჟები:
- ნიკოლოზ გაგაძე – გუდაური
- ნოდარ ჯორბენაძე – აჭარა
- ნიკოლოზ გოგოლაძე – ბაკურიანი
შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, აჭარის სათხილამურო ფედერაცია, აჭარის სპორტის დეპარტამენტი და მთის ტრასების სააგენტო.
საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატის გენერალული სპონსორია კომპანია „სილქნეტი“.
18 თებერვალს სლალომის შეჯიბრია დაგეგმილი.