|
გუდაური `აბუს` თასით დაიხურა
სამთო მოთხილამურეთა სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ შეჯიბრებას ტურნირის სახე მიეცა. 24 საათი 13.04.10
სამთო_მოთხილამურეებმა სეზონი გუდაურში დაასრულეს სამთო მოთხილამურეთა სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ შეჯიბრებას ტურნირის სახე მიეცა. შაბათ-კვირას კი გუდაურმა თეიმურაზ აბუთიძის - "აბუს" ხსოვნისადმი მიძღვნილ საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით, მეექვსე ეტაპს უმასპინძლა. ასპარეზობაში სამოცდაათამდე გოგო-ბიჭმა მოსინჯა ძალა. კარგია, რომ ახალგაზრდა მოთხილამურეებმა თამასა არ დაუშვეს და საკუთარი ოსტატობა ბოლომდე წარმოაჩინეს. თითოეული ეტაპი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყო, რაშიც შეჯიბრების მასპინძლებს უცხოელი სპეციალისტების მიერ გამართული ტრასა შეეშველათ. მათივე რეკომენდაციით, საქართველოს ნაკრებისთვის შეირჩა ის მოთხილამურეები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე ქვეყნის ნაკრების ღისრებას დაიცავენ. დაიგეგმა საქართველოსა და უცხოეთში მათი საწვრთნელი შეკრებებიც. შეჯიბრების პირველი დღე სპეციალურ სლალომს დაეთმო და ასაკის (97-98, 95-96 და 94 წლებში დაბადებული) მიხედვით 18 პრიზიორი გამოავლინა. ჩემპიონატის მეორე და დასკვნითი დღე 1200 მეტრზე მოწყობილ გიგანტურ სლალომს დაეთმო და აქაც 18 პრიზიორი გამოვლინდა. მანამდე კი ასპარეზობას ბევრი გამოეთიშა, თუმცა, წინა ეტაპთან შედარებით, ფინიშის ხაზი უფრო მეტმა სპორტსმენმა გადაკვეთა. თეიმურაზ აბუთიძის - "აბუს" გარდამავალი თასი გადაეცათ: სოსო ჯაფარიძეს და სუსანა გავას. ყველა ეტაპის ქულათა მიხედვით გამოვლინდნენ აბსოლუტური ჩემპიონები. გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ბაკურიანის სკოლა აღმოჩნდა, მეორეზე გუდაური გავიდა, ხოლო მესამეზე - კლუბი "აბუ". სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/sport/2010-04-13/5338.html |
||