რეგლამენტი


საქართველოს პირველობა სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაური-ბაკურიანი
2009/2010 წლის ზამთრის სეზონში.

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი


1.0. შეჯიბრის ფორმატი და ჩატარების ვადები

1.1 საქართველოს პირველობა სამთო-სათხილამურო სპორტში ტარდება ვაჟებისთვის და გოგონებისთვის შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
- ბავშვები I, დაბადების წელი 1997-1998;
- ბავშვები II, დაბადების წელი 1995-1996;
- მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1994 და უფროსი;

გამარჯვებულები სამივე ჯგუფში ჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებით და პრიზებით.
სეზონის ბოლოს ექვს ეტაპში დამაჯამებელი ქულებით, პირველ, მეორე და მესამე
ადგილზე გასული 1995-1996; 1997-1998 წლებში დაბადებული გოგონები და ბიჭები
ჯილდოვდებიან განსაკუთრებული პრიზებით.


1.2. შეჯიბრი ტარდება ორ სახეობაში, სპეციალური სლალომი და გიგანტური სლალომი 7 ეტაპად:

- I ეტაპი -ბაკურიანი 9/10.01.2010
- II ეტაპი -ბაკურიანი 23/24.01.2010
- III ეტაპი -გუდაური 6/7.02.2010
- IV ეტაპი -ბაკურიანი 20/21.02.2010
- V ეტაპი -ბაკურიანი 6/7.03.2010
- VI ეტაპი -გუდაური 20/21.03.2010
- VII ეტაპი -გუდაური 3/4.04.2010
აუცილებელია ყველა მონაწილესთვის ჩაფხუტის და ზურგის დამცავის ქონა, წინააღმდეგ შემხვევაში მონაწილე შეჯიბრზე არ დაიშვება

2.0. შეჯიბრის ორგანიზაცია


2.1. შეჯიბრის ორგანიზატორი არის საქართველოს
სათხილამურო  ფედერაცია.

2.2. საორგანიზაციო საკითხებში პასუხისმგებელია ფედერაციის წარმომადგენელი: დავით ნათაძე
2.3. ფედერაციის ტექნიკური დელეგატია: სანდრო ანთაძე
ფედერაციის ტექნიკური დელეგატი არის ფედერაციის სრულუფლებიანი
წარმომადგენელი, როგორც საორგანიზაციო ისე საშეჯიბრო საკითხებში.

2.4. საშეჯიბრო კომიტეტში შედიან შემდეგი ფუნქციონერები;
შეჯიბრის ხელმძღვანელი;
ტრასის უფროსი;
მსაჯი ფინიშზე;
ტრასის მსაჯების-კონტროლიორების უფროსი;
დროის აღრიცხვის შეფი;
მსაჯი სტარტზე;
შეჯიბრის მდივანი.
მთავარი მსაჯი.


2.5. საშეჯიბრო ჟიურიში შედიან შემდეგი ფუნქციონერები:
ტექნიკური დელეგატი-თავმჯდომარე.
შეჯიბრის ხელმძღვანელი;
მსაჯი ფინიშზე;
მსაჯი სტარტზე;
ტრასის მსაჯების უფროსი;

 


2.6. საშეჯიბრო ჟიურის მოვალეობაა:
- სტარტის, ტრასის და ფინიშის დადგენა;
- სტარტის, ტრასის, ფინიშის და ფინიშის სწორის მიღება;
- ტრასის დასმის, დათვალიერების და სტარტის დროის დადგენა;
- ტრასის დამყენებლის მუშაობის გადამოწმება და მიღება;
- ტრასის გამხსნელთა რაოდენობის დადგენა;
- შეჯიბრების დაწყების ნებართვის მიცემა, გადაწყვეტილების მიღება
სტარტის დროის გადატანაზე, შეჯიბრის გადავადებაზე ან შეწყვეტაზე.
- ტრასის მდგომარეობიდან გამომდინარე, სტარტის რიგის შეცვლა.

2.7. დისციპლინარულ საკითხებში ჯიური იღებს გადაწყვეტილებას:

- მონაწილის დისკვალიფიკაციაზე;
- ხელახლად სტარტზე დაშვებული მონაწილის დროის ლეგალიზაციაზე;
- დისციპლინარულ საკითხებზე გუნდის წარმომადგენლების, მწვრთნელების,
ტექნიკური პერსონალის, მსაჯების და ოფიციალური პირების მიმართ;
- შემოსულ პროტესტებთან დაკავშირებით;
- საშეჯიბრო ჟიური იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც
არ არის განსაზღვრული ამ რეგლამენტით;

3.0. გუნდების წარმომადგენელთა კრება

3.1. გუნდების წარმომადგენელთა კრებაში შედის თითო წარმომადგენელი თითო
გუნდიდან და ტექნიკური დელეგატი;
3.2. გუნდების წარმომადგენელთა კრება:
- ადგენს შეჯიბრების თანმიმდევრობას
- ამოწმებს შემოსულ განაცხადებს და ამტკიცებს მათ;
- ატარებს კენჭისყრას შეჯიბრის მდივანთან ერთად;
- ასახელებს ტრასების დამყენებლებს;
- ასახელებს ტრასების გამხსნელებს;
3.3. წარმომადგენელთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების მარტივი უმრავლესობით.

4.0. შეჯიბრის ჩატარების წესი

4.1. შეჯიბრი მოზრდილებისთვის და იუნიორებისთვის, სპეციალურ სლალომში და გიგანტურ სლალომში ტარდება ორი ცდით
4.2. შეჯიბრი ბავშვების ორივე ჯგუფისთვის, სპეციალურ სლალომში ტარდება ორი ცდით, ხოლო გიგანტურ სლალომში ტარდება ერთი ცდით.

4.3. შეჯიბრში მონაწილეობისათვის ყოველ კლუბს ან გუნდს აქვს უფლება
განაცხადოს:

ბავშვები I : 11/12 წლის- 4 მონაწილე (2 ბიჭი 2 გოგო ან 0/4 ან4/0 ან 1/3 ან 3/1)
ბავშვები II : 13/14 წლის- 4 მონაწილე (3 ბიჭი 3 გოგო ან 0/6 ან 6/0 ან2/4 ან 4/2 ან 1/5 ან 5/1)
მოზრდილები 15 წლის ზემოთ 2 მონაწილე (2 ბიჭი 2 გოგო ან 0/4 ან4/0 ან 1/3 ან 3/1)
4.4. სპეციალურ სლალომში და სლალომ-გიგანტში მეორე ცდაზე პირველი 10
საუკეთესო მონაწილე სტარტს იღებს შეტრიალებული თანმიმდევრობით, ჯერ
მე-10-ე, შემდეგ მე-9-ე და ასე შემდეგ 1-მდე. შემდგომ სტარტს იღებს მე-11-ე, მე-
12-ე და ა.შ.


4.5. ყოველ ახალ ტრასას ხსნის არა უმეტეს 3 გამხსნელისა. ჟიურის
გადაწყვეტილებით გამხსნელთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
4.6. გადაწყვეტილებას ტრასის სიგრძეზე, მის გადაყენებაზე ან დატოვებაზე
გამომდინარე ამინდიდან და თოვლის მდგომარეობიდან, იღებს ჟიური.
4.7. გადაწყვეტილებას მონაწილის ხელახალ სტარტზე დაშვებაზე იღებენ შეჯიბრის
ხელმძღვანელი, ტრასის მსაჯების უფროსი და მსაჯი სტარტზე. საბოლოო
გადაწყვეტილებას მონაწილის დროის ჩათვლაზე იღებს ჟიური.
4.8. შეჯიბრება სპეციალურ სლალომში და სლალომ-გიგანტში ტარდება:
ბაკურიანში - დიდველზე
გუდაურში - კუდებზე;






 
საავტორო უფლებები დაცულია © 2009 | საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
დამზადებულია ITDC-ს მიერ