რეგლამენტი


საქართველოს თასი სამთო-სათხილამურო სპორტში გუდაური-ბაკურიანი-მესტია
                      2011/2012 წლის ზამთრის სეზონში.       

                     რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი


1.0.           შეჯიბრის ფორმატი და ჩატარების ვადები

1.1     საქართველოს თასი სამთო-სათხილამურო სპორტში ტარდება ვაჟებისთვის და გოგონებისთვის ექვს ეტაპად შემდეგ ასაკობრივ ჯგუფებში:
        - ბავშვები     I,       დაბადების წელი 1999-2000;
        - ბავშვები     II,       დაბადების წელი 1997-1998;
        - მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 1996 და უფროსი;


ექვსი ეტაპიდან ბოლო მეექვსე ეტაპი ასევე მოიცავს საქართველოს ნაციონალურ ჩემპიონატს სადაც გამოვლინდება საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი სამივე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო საქართველოს თასის მფლობელი სამივე ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდება ექვსივე ეტაპის შემაჯამებული ქულებით, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად:

   I-        ადგილი       25     ქულა
   II-        ადგილი       20     ქულა
   III-       ადგილი       15      ქულა
   IV-       ადგილი       12      ქულა
   V-        ადგილი       11     ქულა
   VI-       ადგილი       10      ქულა
   VII-       ადგილი       9      ქულა
   VIII-      ადგილი        8      ქულა
   IX-       ადგილი        7      ქულა
   X-        ადგილი        6      ქულა
   XI-        ადგილი       5      ქულა
   XII-       ადგილი       4      ქულა
   XIII-      ადგილი        3      ქულა
   XIV-      ადგილი        2      ქულა
   XV-      ადგილი        1      ქულა

საქართველოს ჩემპიონი სამივე ასაკობრივ ჯგუფში ჯილდოვდება მედლებით, სიგელებით და პრიზებით.

სეზონის ბოლოს ექვს ეტაპში დამაჯამებელი ქულებით გამოვლენილი თასის მფლობელები  ჯილდოვდებიან განსაკუთრებული პრიზებით.


1.2. შეჯიბრი ტარდება სამ სახეობაში, სლალომი, გიგანტური სლალომი და სუპერ გიგანტი, 6 ეტაპად:

        - I     ეტაპი        ბაკურიანი            24/25.      12.2011
        - II     ეტაპი       ბაკურიანი            14/15.      01.2012
        - III     ეტაპი      ბაკურიანი            11/12.      02.2012
        - IV     ეტაპი       მესტია               9/10/11.      03.2012  
        - V     ეტაპი        გუდაური             30/31.    03.2012
        - VI     ეტაპი       გუდაური             6/7/8/.      04.2012
        
აუცილებელია ყველა მონაწილესთვის ჩაფხუტის და ზურგის დამცავის ქონა.




2.0.                       შეჯიბრის ორგანიზაცია


2.1.    შეჯიბრის ორგანიზატორი არის საქართველოს  
       სათხილამურო  ფედერაცია.

2.2.    საორგანიზაციო საკითხებში პასუხისმგებელია ფედერაციის წარმომადგენელი:   დავით ნათაძე
2.3.    ფედერაციის ტექნიკური დელეგატია:   დავით Nნათაძე
       ფედერაციის ტექნიკური დელეგატი არის ფედერაციის სრულუფლებიანი  
       წარმომადგენელი, როგორც საორგანიზაციო ისე საშეჯიბრო საკითხებში.

2.4.    საშეჯიბრო კომიტეტში შედიან შემდეგი ფუნქციონერები;
             
             შეჯიბრის ხელმძღვანელი;      თამაზ გამცემლიძე               
             ტრასის უფროსი;                            
             მსაჯი ფინიშზე;                     
             ტრასის მსაჯების უფროსი;      არჩილ იოსელიანი   
             დროის აღრიცხვის შეფი;           
             მსაჯი სტარტზე;              
             შეჯიბრის მდივანი.              ნინო ნიორაძე 
      საშეჯიბრო კომიტეტის წევრები, ყველა თავის დარგში ეხმარებიან ტექნიკურ
      დელეგატს.


2.5.     საშეჯიბრო ჟიურიში შედიან შემდეგი ფუნქციონერები:
             ტექნიკური დელეგატი-თავმჯდომარე.     დავით ნათაძე           
             შეჯიბრის ხელმძღვანელი;                თამაზ გამცემლიძე
             მსაჯი ფინიშზე;                    
             მსაჯი სტარტზე;                     
             ტრასის მსაჯების უფროსი;              არჩილ იოსელიანი


2.6.    საშეჯიბრო ჟიურის მოვალეობაა:
        - სტარტის, ტრასის და ფინიშის დადგენა;
        - სტარტის, ტრასის, ფინიშის და ფინიშის სწორის მიღება;
        - ტრასის დასმის, დათვალიერების და სტარტის დროის დადგენა;
        - ტრასის დამყენებლის მუშაობის გადამოწმება და მიღება;
        - ტრასის გამხსნელთა რაოდენობის დადგენა;
        - შეჯიბრების დაწყების ნებართვის მიცემა, გადაწყვეტილების მიღება
          სტარტის დროის გადატანაზე, შეჯიბრის გადავადებაზე ან შეწყვეტაზე.
        - ტრასის მდგომარეობიდან გამომდინარე, სტარტის რიგის შეცვლა.

  2.7.     დისციპლინარულ საკითხებში ჟიური იღებს გადაწყვეტილებას:

        - მონაწილის დისკვალიფიკაციაზე;
        - ხელახლად სტარტზე დაშვებული მონაწილის დროის ლეგალიზაციაზე;
        - დისციპლინარულ საკითხებზე გუნდის წარმომადგენლების, მწვრთნელების,
          ტექნიკური პერსონალის, მსაჯების და ოფიციალური პირების მიმართ;
        - შემოსულ პროტესტებთან დაკავშირებით;
2.8.       საშეჯიბრო ჟიური იღებს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც    
          არ არის განსაზღვრული ამ რეგლამენტით;


          
3.0.                გუნდების წარმომადგენელთა კრება


3.1.      გუნდების წარმომადგენელთა კრებაში შედის თითო წარმომადგენელი თითო
        გუნდიდან და ტექნიკური დელეგატი;
3.2.      გუნდების წარმომადგენელთა კრება:
             -ადგენს შეჯიბრების თანმიმდევრობას
             -ამოწმებს შემოსულ განაცხადებს და ამტკიცებს მათ;
             -ატარებს კენჭისყრას შეჯიბრის მდივანთან ერთად;
             -ასახელებს ტრასების დამყენებლებს;
          -ასახელებს ტრასების გამხსნელებს;
3.3.     წარმომადგენელთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების მარტივი 
        უმრავლესობით.   

4.0.                  შეჯიბრის ჩატარების წესი

4.1.    შეჯიბრი მოზრდილებისთვის და იუნიორებისთვის, სპეციალურ სლალომში და გიგანტურ სლალომში ტარდება ორი ცდით       
4.2.    შეჯიბრი ბავშვების ორივე ჯგუფისთვის, სპეციალურ სლალომში ტარდება ორი ცდით, ხოლო გიგანტურ სლალომში ტარდება ერთი ცდით.
       
4.3.    შეჯიბრში მონაწილეობისათვის, 2010/2011 წლებში, გუნდურ საპრიზო ადგილებზე გასულ  კლუბს ან გუნდს აქვს უფლება განაცხადოს:  

ბავშვები I : 11/12 წლის- 4 მონაწილე (2 ბიჭი 2 გოგო ან 0/4 ან4/0 ან 1/3 ან 3/1)
ბავშვები II : 13/14 წლის- 4 მონაწილე (0/4 ან 2/2 ან 4/2 )
მოზრდილები 15 წლის და ზემოთ: 4 მონაწილე(4/0 ან 2/2 ან 0/4)

          ხოლო დანარჩენ კლუბს ან გუნდს აქვს უფლება განაცხადოს:
 
ბავშვები I : 11/12 წლის- 2 მონაწილე (2 ბიჭი 0 გოგო, ან 1/1/, ან 0/2)
ბავშვები II : 13/14 წლის- 2 მონაწილე (2 ბიჭი 0 გოგო, ან 1/1/, ან 0/2)
მოზრდილები 15 წლის და ზემოთ: 2 მონაწილე(2 ბიჭი 0 გოგო, ან 1/1/, ან 0/2)


4.4.    სპეციალურ სლალომში და სლალომ-გიგანტში მეორე ცდაზე პირველი 5
        საუკეთესო მონაწილე სტარტს იღებს შეტრიალებული თანმიმდევრობით, ჯერ
        მე-5-ე, შემდეგ მე-4-ე და ასე შემდეგ 1-მდე. შემდგომ სტარტს იღებს მე-6-ე, მე-
        7-ე და ა.შ.


4.5.    ყოველ ახალ ტრასას ხსნის არა უმეტეს 3 გამხსნელისა. ჟიურის
       გადაწყვეტილებით გამხსნელთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს. 
4.6.    გადაწყვეტილებას ტრასის სიგრძეზე, მის გადაყენებაზე ან დატოვებაზე
       გამომდინარე ამინდიდან და თოვლის მდგომარეობიდან, იღებს ჟიური.
4.7.    გადაწყვეტილებას მონაწილის ხელახალ სტარტზე დაშვებაზე იღებენ შეჯიბრის
       ხელმძღვანელი, ტრასის მსაჯების უფროსი და მსაჯი სტარტზე. საბოლოო
       გადაწყვეტილებას მონაწილის დროის ჩათვლაზე იღებს ჟიური.
4.7.    შეჯიბრები  ტარდება:

 
            ბაკურიანში -  დიდველზე
            გუდაურში -  კუდებზე;
            მესტიაში   -  აწვალი

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია თავის თავზე იღებს, თითო გუნდიდან 6(ექვსი) მონაწილის და 2(ორი) მწვრთნელის ცხოვრების, კვების და საბაგირო ბილეთების უზრუნველყოფას

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2009 | საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
დამზადებულია ITDC-ს მიერ