თაიმლაინი

თებერვალი, 2018 (1 ღონისძიება)

საერთაშორისო შეჯიბრება სქი კროსში

დიდველი, ბაკურიანი

სრულად 17 თებ
10:00 to 14:35
ნოემბერი, 2017 (6 ღონისძიება)

დიდველის სათხილამურო ტრასა FIS-ის დელეგატმა - კლაუს ვალდნერმა დაათვალიერა

12 ნოემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი - კლაუს ვალდნერი იმყოფებოდა.

კლაუს ვალდნერი ბაკურიანში 2018 წლის 16-17 თებერვალს დაგეგმილი FIS-ის ,,სქი ქროსის“ შეჯიბრების ტექნიკური დელეგატი იქნება.  

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ, ფრისტაელის კომიტეტის უფროსმა ლევან მეტრეველმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა მას დიდველის ტრასა დაათვალიერებინეს.

მათ ერთად იმსჯელეს წინა საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე. შეარჩიეს სტარტისა და ფინიშის ადგილმდებარეობა და ასევე გადაწყდა, რომ ერთი დღის ნაცვლად ,,სქი ქროსის“ შეჯიბრება ორ დღეს: 16 და 17 თებერვალს გაიმართება ქალთა და ვაჟთა შორის.

 

 

სრულად 17 ნოე

ქართველი სამთო-მოთხილამურეები ევროპაში გაემგზავრნენ

12 ნოემბერს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრები: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და სოსო ჯაფარიძე ავსტრიაში გაემგზავრნენ.

ჩვენი სპორტსმენები ერთი კვირა ივარჯიშებენ და შემდეგ საერთაშორისო შეჯიბრებებზე (FIS) დაიწყებენ ასპარეზობას. 2017-2018 წლის სეზონის მთავარი შეჯიბრება პიონგჩანგის ოლიმპიადაა, რომელიც თებერვალში გაიმართება. ქართველი მოთხილამურეები მანამდე რეიტინგის გაუმჯობესებას შეეცდებიან. სამშობლოში კი დეკემბრის ბოლოს დაბრუნდებიან.

წარმატებებს ვუსურვებთ მათ! 

სრულად 13 ნოე

დავით თედიაშვილი ავსტრიაში ვარჯიშობს

საქართველოს სათხილემურო ფედერაციის პროგრამა ითვალისწინებს სათხილამურო დისციპლინების ეროვნული ნაკრები გუნდების მივლინებას ევროპაში მდებარე სპეციალურ სათხილამურო ბაზებზე 2017/2018 წლის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად. ასევე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად და საკვალიფიკაციო (მსოფლიო რეიტინგის) ქულების დასაგროვებლად.

საშემოდგომო სავარჯიშო შეკრების ფარგლებში სათხილამურო ფრისტაილის სკი კროსის დისციპლინაში საქართველოს ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი წვრთნებს გაივლის ა.წ. 7 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ავსტრიაში პიტცტალის მყინვარზე მდებარე სათხილამურო ბაზაზე.

აღნიშნულ შეკრებაზე სპორტსმენი გაივლის სპეციალურ მომზადების კურსს, რაც მას საშუალებას მისცემს აიმაღლოს ტექნიკური დონე და გააუმჯობესოს პირადი რეიტინგი.

შეკრების ფარგლებში დავით თედიაშვილი მონაწილეობას მიიღებს FIშ-ის ეგიდით დაგეგმილ ავსტრიის ეროვნული თასის ტურნირში (სკი კროსი), რომელიც ტარდება 25 ნოემბერს ავსტრიის სათხილამურო კურორტ პიტცტალში.

აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობა სპორტსმენს შესაძლებლობას მისცემს გაიუმჯობესოს საკვალიფიკაციო (მსოფლიო რეიტინგის) ქულები. 

წარმატებას ვუსურვებთ მას! 

სრულად 13 ნოე

მათთვის, ვისაც ზამთარი და თხილამური უყვარს

 

ბოლო წლებია სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარების მნიშვნელობა და აუცილებლობა. ასევე ბოლო წლებია მთიანი რეგიონების სამთო კურორტებად ჩამოყალიბებისთვის დიდი ენერგია და რესურსი იხარჯება.

თუ გვინდა, რომ ეს პრიორიტეტად არჩეული გზა ხარისხიან და ცივილიზებული ფორმებით დამკვიდრდეს, რაც საბოლოოდ ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, აუცილებელია - მთიანი რეგიონებში მაცხოვრებელი,  განსაკუთრებით მოზარდები და ახალგაზრდები, მთის მოვლის და განვითარების ყველა პროცესის თანამონაწილეები იყვნენ.

მსოფლიოში მრავალწლიანი გამოცდილებით სწორედ მთაში სამთო სათხილამურო სპორტში პატარა ასაკიდან ჩართული სპორტსმენები არიან ის ადამიანები ვინც, განსაკუთრებული ერთგულებით იღებენ პასუხისმგებლობას თავიანთი მშობლიური კუთხეების განვითარებისთვის.

 

სწორედ ამ იდეის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს აქცია, რომლითაც სამთო სათხილამურო ფედერაცია, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მთა, მთის განვითარება და სათხილამურო სპორტში ახალი თაობების მატება მნიშვნელოვანია -  სთავაზობს საშუალებას მინიმალური დანახარჯით შეძენილი მაისურებით, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ და ხელი შეუწყონ მათ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბებას.

ესტუმრეთ Mymaika.ge-ის და შეიძინეთ ჩვენს მიერ შექმნილი მაისურები, რისი თვითღირებულების ხარჯის გარდა, მთლიანი ნაწილი  სწორედ მთიანი რეგიონებში დამწყები მოთხილამურეებისთვის ხელშეწყობას მოხმარდება.

http://mymaika.ge/gsf 

 

სრულად 7 ნოე

თბილისში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენლებმა ორდღიანი სემინარი ჩაატარეს თემაზე თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა

6 და 7 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო ,,რუმსში“ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ და საქართველოს სათხილამრო ფედერაციამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერით ჩაატარა სემინარი თემაზე:  თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონსულტანტი იოზეფ ცენჰაუზერნმა განიხილა საქართველოში არსებული მდგომარეობა თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელების მომზადების კუთხით.

შვეიცარიის სათხილამურო სპორტის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა არსენ პაჟმა მონაწილეებს  სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორების საერთაშორისო ასოციაციის (ISIA) სტანდარტები და თხილამურებზე სრიალის პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოყალიბების კრიტერიუმები გააცნო (სტანდარტები, ტესტები და გამოცდები, ოფიციალური აღიარება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და ა.შ.).

სემინარს დაესწრნენ: მთის კურორტების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ასოციაციის წარმომადგენლები.

 

სრულად 7 ნოე

6 ნოემბერს 14:00 სთ.-ზე სასტუმრო ,,რუმსში“ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონსულტანტი იოზეფ ცენჰაუზერნი სემინარს ჩაატარებს თემაზე თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა

ა.წ. 6 და 7 ნოემბერს მთის კურორტების განვითარების კომპანია და საქართველოს სათხილამრო ფედერაცია საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხარდაჭერით ატარებს სემინარს თემაზე:  თხილამურებზე სრიალის სწავლების და მწვრთნელთა მომზადების სტრუქტურა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) კონსულტანტი იოზეფ ცენჰაუზერნი განიხილავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას თხილამურებზე სრიალის სწავლებისა და მწვრთნელების მომზადების კუთხით.

 შვეიცარიის სათხილამურო სპორტის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენელი არსენ პაჟი მონაწილეებს გააცნობს სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორების საერთაშორისო ასოციაციის (ISIA) სტანდარტებს, თხილამურებზე სრიალის პროფესიონალ მასწავლებლად ჩამოყალიბების კრიტერიუმებს (სტანდარტები, ტესტები და გამოცდები, ოფიციალური აღიარება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ და ა.შ.).

სრულად 6 ნოე
ოქტომბერი, 2017 (5 ღონისძიება)

ბაკურიანში საერთაშორისო შეჯიბრება ჩატარდება

2018 წლის 17 თებერვალს ბაკურიანში დიდველის ტრასაზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) სათხილამურო ფრისტაელის სახეობაში (სქი ქროსი) შეჯიბრება ჩატარდება.

დღეს საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ FIS-ის საიტზე ფრისტაელის სახეობის კალენდარში ეს შეჯიბრება ოფიციალურად დაარეგისტრირა.

https://data.fis-ski.com/freestyle-skiing/calendar.html?&limit=50&bt=next&rec_start=50

 

 

სრულად 31 ოქტ

საქართველოს სნოუბორდის იუნიორთა ნაკრების წევრი ლუკა რურუა ჰოლანდიაში ვარჯიშობს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად მოზარდ მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს (1997-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები) იწვევენ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროგრამით ორგანიზებულ სავარჯიშო შეკრებებში.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის 2017 წლის საწვრთნელი პროგრამისთვის საქართველოდან შეარჩია სნოუბორდის ახალგაზდრული ეროვნული ნაკრების წევრი ლუკა რურუა და მწვრთნელი ჯაბა სხვედიანი, რომლებიც მიწვეულნი არიან სავარჯიშო შეკრებაზე ჰოლანდიის კურორტ ლანდგრააფში 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ!

 

სრულად 19 ოქტ

ეკატერინე გოცირიძე და ბესარიონ ჯაფარიძე FIS-ის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე იმყოფებიან

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განვითარებადი ქვეყნების სათხილამურო ფედერაციებიდან ყოველწლიურად მოზარდ მოთხილამურეებს (1997-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები) იწვევენ, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროგრამით ორგანიზებულ სავარჯიშო შეკრებებში.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (fis) მხარდაჭერის და ხელშეწყობის 2017 წლის საწვრთნელი პროგრამისთვის საქართველოდან შეირჩა სამთო-მოთხილამურეთა ახალგაზრდული ეროვნული ნაკრების ორი წევრი: ეკატერინე გოცირიძე და ბესარიონ ჯაფარიძე, რომლებიც მიწვეულნი არიან შეკრებაზე ავსტრიის კურორტ ჰინტერტუქსში 2017 წლის 15 ოქტობრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით.

ჩვენი სპორტსმენების საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დახმარების პროგრამაში მონაწილეობა ძალიან მნიშველოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს მათს ინტეგრაციას საერთაშორისო სათხილამურო სამყაროში და აღნიშნულ პროგრამაში ჩართული  მაღალი რანგის უცხოელი მწვრთნელების მხრიდან ცოდნის გაზიარებას ქართველი სამთო-მოთხილამურეებისთვის.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ მათ! 

სრულად 18 ოქტ

ყოფილი სამთო-მოთხილამურე მარიამ ჭკადუა საქართველოს თავდაცვის აკადემიის წევრი გახდა

ქართველმა ყოფილმა სამთო-მოთხილამურემ მარიამ ჭკადუამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩააბარა. მარიამმა ათწლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი 4 წლის შემდეგ ბაკალავრის ხარისხს მიიღებს და ლეიტენანტი გახდება, ამის შემდეგ კი სამხედო სამსახურში 6 წელი იმუშავებს და ამ დროის განმავლობაში წოდებასაც აიმაღლებს.

მარიამი მესტიაში გაიზარდა, თხილამურებით ბავშვობიდან სრიალებდა. საქართველოს თასის გათამაშებაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. მარიამ ჭკადუა საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია.

გვიხარია, რომ ჩვენმა სპორტსმენმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ვუსურვებთ ცხოვრების ახალი ეტაპის წარმატებით გაგრძელებას!

 

 

სრულად 10 ოქტ

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა იუნიორების ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრა

1 ოქტომბერს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა იუნიორების ნაკრების წევრები: თამარ ბარბარიანი, ბესარიონ ჯაფარიძე და სანდრო ჟორჟოლიანი თავიანთ მწვრთნელთან ირაკლი ნასყიდაშვილთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრნენ.

მათ  მომავალი სეზონისთვის საქართველოს ნაკრების წევრი იასონ აბრამაშვილი სამი კვირის განმავლობაში ჰინტერტუქსის მყინვარზე მოამზადებს. 

სრულად 2 ოქტ
სექტემბერი, 2017 (1 ღონისძიება)

საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს

საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რამდენიმე თვის წინ შვეიცარიაში ვიზიტი გაიხსენა, სადაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს ჯან-ფრანკო კასპერს, საქართველოში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ესაუბრა, ქვეყანაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ფედერაციის ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა შეაფასეს. 

„მათ ჩვენი ინფრასტრუქტურა მიიჩნიეს იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო ჩემპიონატს აქვს. რა თქმა უნდა, 2023 წლამდე ჩვენ გასაწევი გვაქვს გარკვეული სამუშაო, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი კურორტები ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარებისთვის არის საჭირო. თუ ჩვენ მოვიგებთ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას, საქართველოში 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა, საქართველოსა და ზამთრის სპორტის სახეობების ძალიან მნიშვნელოვანი პოპულარიზაცია მოხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მაღალი დონის ამოცანაა. მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, მეტად ჩაერთონ და გაიკაჟონ ჯანმრთელობა. ჩვენ ამ მიმართულებით წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როდესაც ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ. გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო იაფფასიან სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ვაფინანსებთ ზამთრის სათხილამურო სკოლებს და მომავალ წელსაც განვაგრძობთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ასევე განვაგრძობთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც აუცილებელია ამ კუთხით საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სრულად 27 სექ