ქართული ამბები

5 Jun '19

ქართველი მოთხილამურეები ავსტრიაში სავარჯიშო შეკრებაზე გაემგზავრნენ

4 ივნისს ქართველი სამთო-მოთხილამურე ბავშვები: ლუკა ბურდული, კონსტანტინე გოცირიძე, ლუკა ბუჩუკური, ლევან ნაზღაიძე, ოთარ ხვედელიძე, ოთარ წულეისკირი მწვრთნელებთან: იასონ აბრამაშვილთან და ირაკლი ნასყიდაშვილთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრნენ.

მათთან ერთად გაემგზავრა ფრისტაილის ნაკრების წევრი: ბექა ბერძენიშვილი.

ისინი ავსტრიის ცნობილ მყინვარზე - ჰინტერტუქსში ათი დღის განმავლობაში ივარჯიშებენ.

წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ ჩვენს მოთხილამურეებს!