ქართული ამბები

20 May '19

ქართველი მოთხილამურეები ავსტრიაში გაემგზავრნენ

19 მაისს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა  ნაკრების წევრები: სოსო ჯაფარიძე, ბესარიონ ჯაფარიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, ნოდარ კოზანაშვილი და მათი მწვრთნელები: ვახტანგ თედიაშვილი და იბრაგიმ ჯანიძე ავსტრიაში გაემგზავრნენ. მათთან ერთად ავსტრიაში იმყოფება საქართველოს სქი ქროსის ნაკრების წევრი დავით თედიაშვილი.

ავსტრიის ცნობილ მყინვარ - ჰინტერტუქსში ისინი ორი კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ.

ჩვენს მოთხილამურეებს წარმატებულ ვარჯიშს ვუსურვებთ!