მსოფლიო ამბები

13 May '19

ვეტერანი სამთო-მოთხილამურეების სიას ფილიპ შორგოფერი და ტაინა ბარიო შეემატნენ

2019 წლის სეზონის დასრულების შემდეგ მრავალმა ცნობილმა სამთო-მოთხილამურემ დაასრულა კარიერა.

2019 წლის FIS-ის მსოფლიო თასის გათამაშების დასრულებისთანავე ამერიკელმა ლინდსი ვონმა, ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა, შვედმა ფრიდა ჰანსდოთერმა, შვეიცარიელმა პატრიკ კიუნგმა, ფრანგმა ტომას ფანარამ, შვედმა მატიას ჰარგინმა, გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა, იტალიელებმა სანდრო ვილეტამ და კიარა კოსტაცამ თავიანთი შესანიშნავი კარიერა დაასრულეს.

ამჟამად ავსტრიელმა ფილიპ შორგოფერმა განაცხადა, რომ დიდი სპორტიდან მიდის. 36 წლის ფილიპი თავისი კარიერის განმავლობაში მსოფლიო თასი ეტაპების პიედესტალზე 6-ჯერ ავიდა, აქედან 1 გამარჯვება იყო (2011 წ. ჰინტერშტოდერი, გიგანტური სლალომი.) შორგჰოფერი მსოფლიო ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის ვერცხლის მედლის მფლობელიცაა.

2017 წელს მან მუხლი დაიზიანა, მაგრამ პროფესიონალურ სპორტს მაინც დაუბრუნდა, თუმცა წელის ტკივილებმა (მას დისკებს შორის თიაქარი აღმოაჩნდა) მას საშუალება არ მისცა, რომ კარიერა გაეგრძელებინა.

ფილიპ შორგჰოფერმა თქვა: -,,2017 წლის მუხლის ტრავმის შემდეგ ჩემი მიზანი მსოფლიო თასის გათამაშებაზე დაბრუნება იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი გეგმები დაიმსხვრა, რადგან გაუსაძლისმა წელის ტკივილებმა ძალიან შემაწუხა. ამ გარემოებამ გადამაწყვეტინა კარიერის დასრულება.“

ასევე ფრანგმა ტაინა ბარიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 14 წლიანი კარიერა დაასრულა.

შარშან დეკემბერში ტაინამ მარცხენა მუხლი დაიზიანა: -,,გადაწყვეტილება საკმაოდ გვიან მივიღე. ბოლო ტრავმა ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე მანამდე მიღებული ტრავმები. ვფიქრობ, რომ ხანდახან შენს სხეულს უნდა მოუსმინო, მაგრამ მე ასევე ვუსმენ ჩემს გულს. ახლა როდესაც სპორტული კარიერა დავასრულე, ახალი იდეები და მიზნები გამიჩნდა.“

ტაინა ბარიოს ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა 2013 და 2017 წლებში, როდესაც ის მსოფლიო თასის პიედესტალზე ავიდა.