მსოფლიო ამბები

1 May '19

ბოდი მილერი და ენდრიუ ვაიბრეხტი ,,სათხილამურო დიდების დარბაზის“ (,,სქი ჰოლ ოფ ფეიმის“) წევრები გახდნენ

ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ამერიკელი ენდრიუ ვაიბრეხტი და  ოლიმიური თამაშების ექვსი მედლის მფლობელი ამერიკელი ბოდი მილერი სოლთ ლეიქ სითიში (ამერიკა, იუტა)  ამერიკის სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ,,სათხილამურო დიდების დარბაზის“ წევრები გახდნენ.

 ,,სათხილამურო დიდების დარბაზის“ წევრი გახდა აგრეთვე ტომ კელი, რომელიც 32 წლის განმავლობაში ამერიკის სათხილამურო და სნოუბორდის კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტი იყო. მათ გარდა ,,სათხილამურო დიდების დარბაზში“ სათხილამურო და სნოუბორდის კიდევ რვა   სპორტსმენი და ამ სპორტში მოღვაწე სხვა ადამიანებიც შევიდნენ.

ბოდი მილერი, სამწუხაროდ, ვერ დაესწრო ღონისძიებას. დიდ ეკრანზე  გავიდა სიუჟეტი მილერის შესახებ. ბოდი მილერი ამერიკული სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. ბოდიმ თავისი არაორდინარულობით ბევრ გულშემატკივარს შეაყვარა თავი, მისმა წარმოუდგენელმა ათლეტურმა ბალანსმა შეჯიბრებეზე ასპარეზობისას, მათ შორის 2008 წლის კიცბუელის ჰენენკემის ფერდობზე, მსოფლიოს სათხილამურო სფეროს წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა. ბოდიმ,  გაზრდილმა უელექტროენერგიო  სახლში, თავისი კარიერის განმავლობაში 2 დიდი მსოფლიო თასი, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული და 6 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ზამთრის სპორტის ისტორიაში ბოდი ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენია.

ბოდი მილერი: -,,ყოველთვის ვცდილობდი ჩემით ინსპირირებული სრიალის ტექნიკით მესრიალა. მე და სათხილამურო სპორტის გულშემატკივრები ვაფასებთ მხარდაჭერას ინდუსტრიიდან.“

თხილამურების სიყვარულის გამო, 1980 წელს ენდრიუ ვაიბრეხტმა მშობლებს სთხოვა, რომ ძმასთან ოლიმპიურ უაითფეისის მთაში (ნიუ იორკი) გადასულიყო. ბავშვობაში ენდრიუ მირორ ლეიქ ინში მშობლებთან ერთად ფუფუნებაში იზრდებოდა. ენდრიუ ვაიბრეხტმა სუპერგიგანტის 2 ოლიმპიური მედალი მოიპოვა. ვაიბრეხტმა მსოფლიოს ერთ-ერთ მხიარულ და პოზიტიურ სპორტსმენად დაამახსოვრა თავი საზოადოებას.

ენდრიუ ვაიბრეხტი: -,,აღელვებული ვარ იმით, რომ ,,სათხილამურო დიდების დარბაზის“ წევრი გავხდი. ეს ძალიან დიდი პატივია, აღფრთოვანებული ვარ, რომ კომისიამ ამირჩია და ასე დამაფასა. დიდი მადლობა ამ საოცარ სათხილამურო ინდუსტრიის ჯგუფს. ყოველთვის მიმართლებდა, რომ ოლიმპიურ პიედესტალს ბოდისთან ერთად ვიზიარებდი. სათხილამურო კარიერა ჩვენ ერთად გავიარეთ. ნამდვილად დიდი პატივია ჩემთვის ასეთი პრესტიჟული ჯგუფის წევრობა.“

ვაიბრეხტი ამ ღონისძიებას თავის ძმასთან - ჯონთან, მეუღლესთან - დენიასთან და მეგობრებთან (რომლებიც მისი კარიერის დიდი გულშემატკივრები იყვნენ) ერთად დაესწრო. მან აშშ-ს სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციას 16 წლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა; მან ასევე მადლობა გადაუხადა ნაკრებს, რომელიც ,,ოჯახის გზაზე“ სახელითაა ცნობილი, პარქ სითიში მდებარე ,,სრულყოფილების ცენტრს“, სადაც დიდი დრო გაატარა და ბევრს ვარჯიშობდა. ვაიბრეხტმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დიდი ოვაციები დაიმსახურა.

აშშ-ს სათხილამურო და სნოუბორდის კომუნიკაციების ვიცე პრეზიდენტი - ტომ კელი დაუღალავად მუშაობდა სპორტსმენებისა და ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის მასმედიაში. თავისი კარიერის განმავლობაში იგი აქტიურად თანამშრომლობდა აშშ-ს ოლიმპიურ კომიტეტთან და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან. 14 წლის განმავლობაში კელი იყო FIS-ის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

ტომ კელი ამ ღონისძიებაზე ბოლო გამომსვლელი იყო. მან ემოციურად ისაუბრა და გაიხსენა 32 წლიანი მუშაობა ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე და მსოფლიო თასის გათამაშებებზე. მისი კარიერის განმავლობაში მტკივნეულად მოსაგონარია ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი ჯესი დიგინი და კიკან რანდალი, რომელმაც 2018 წლის პიონგჩანგის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა ამერიკას თხილამურებით სირბილში.

ტომ კელი: -,,ჩემი კარიერის განმავლობაში ბედნიერი ვიყავი ბევრ შესანიშნავი სპორტსმენთან თანამშრომლობით, ისინი თავინთ ამბებს მიყვებოდნენ ხოლმე. 7 წლის ასაკიდან თხილამურები ჩემს ცხოვრებაში იყო გატაცება და ჩემთვის დიდი პატივია ,,სათხილამურო დიდების დარბაზის“ წევრობა.“

ყოველწლიურად აშშ-ს სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია პატივს მიაგებს არა მარტო სპორტსმენებს, არამედ სათხილამურო ინდუსტრიას, ინოვატორებსა და გამომგონებლებს თავიანთი უწყვეტი ეროვნული და საერთაშორისო მიღწევებით. 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის მემკვიდრეობით, ფარქ სითი გთავაზობთ თოვლის სხვადასხვა სპორტთან დაკავშირებულ სანახაობრივ ღონისძიებებს.

რვა წევრს შორის კიდევ იყვნენ: ტომ სიმსი (,,სათხილამურო ბორდის“ გამომგონებელი), უილიამ ჯენსენი (ეროვნული კურორტების ცნობილი ოპერატორი), დონ ჰენდერსონი (სათხილამურო შეჯიბრებების პიონერი), კრისტენ ულმერი (პირველი ექსტრემალური მოთხილამურე ქალი) და ჰილარი ენგიშ-კლაინი (მსოფლიო-დომინანტი ფრისტაილერი მოთხილამურე.)