მსოფლიო ამბები

15 Apr '19

მიკაელა შიფრინი და მარსელ ჰირშერი 2019 წლის სამთო-სათხილამურო დიდი მსოფლიო თასების მფლობელები გახდნენ

დასრულდა 2019 წლის ზამთრის სეზონი. FIS-ის სამთო-სათხილამურო მსოფლიო თასის გათამაშების ფინალური ეტაპები ანდორაში - გრანდვალირა ზოლდაუ - ელ ტარტერში გაიმართა.

ამერიკელმა ტალანტმა - მიკაელა შიფრინმა დიდი მსოფლიო თასი ზედიზედ მესამეჯერ მოიპოვა.  შიფრინი ამჯერად 11 მსოფლიო თასის მფლობელია.

ავსტრიელმა სუპერვარსკვლავმა - მარსელ ჰირშერმა თავის კარიერაში ასევე ზედიზედ მე-8  დიდი მსოფლიო გლობუსი მოიპოვა. მის კოლექციაში ახლა 21 მსოფლიო თასია.

ცალკეული სახეობების პატარა მსოფლიო თასის მფლობელები გახდნენ:

სლალომი:

ამერიკელი მიკაელა შიფრინი და ავსტრიელი მარსელ ჰირშერი

გიგანტური სლალომი:

მიკაელა შიფრინი და მარსელ ჰირშერი

სუპერგიგანტი:

მიკაელა შიფრინი და იტალიელი დომინიკ პარისი

სწრაფდაშვება:

ავსტრიელი ნიკოლ შმიდჰოფერი და შვეიცარიელი ბით ფოიცი

წელს თავიანთი შესანიშნავი კარიერა დაასრულეს ტიტულოვანმა საუკეთესო სამთო-მოთხილამურეებმა: ამერიკელმა ლინდსი ვონმა, ნორვეგიელმა აკსელ ლუნდ სვინდალმა, ამერიკელმა ტედ ლიგეტიმ და გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა.

ახლა სამთო-მოთხილამურეები ცოტას დაისვენებენ და მაისიდან მომავალი  2020 წლის ზამთრის სეზონისთვის მომზადებას დაიწყებენ.