ქართული ამბები

3 Apr '19

საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრები იტალიაში ,,პინოქიოს“ შეჯიბრზე იასპარეზებს

დღეს, 3 აპრილს საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ბავშვთა ნაკრების წევრები: ლუკა ბუჩუკური, ირაკლი არღვლიანი, მიხეილ ჩართოლანი, ნიკოლოზ გაგაძე, გიორგი გულედანი და ლევან ნაზღაიძე თავიანთ მწვრთნელებთან: იასონ აბრამაშვილთან და იბრაგიმ ჯანიძესთან ერთად იტალიაში გაემგზავრნენ.

5-6 აპრილს იტალიის კურორტ აბეტონეში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით ბავშვთა შორის გაიმართება შეჯიბრება ,,პინოქიო“, სადაც ქართველი მოთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოთხილამურეებს!