ქართული ამბები

1 Apr '19

საქართველოს 2019 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშება დასრულდა

 

30-31 მარტს, 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის ფინალურ ეტაპს გუდაურმა უმასპინძლა.  

შეჯიბრება  ,,კუდების“ ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდა.

მზიანმა ამინდმა სპორტსმენებსა და ორგანიზატორებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრი წარმატებით ჩატარებულიყო.

შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ასოციაციის ნაკრებმა გუნდებმა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაზე მოხალისეებად საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრებმა: იასონ აბრამაშვილმა, ალექსი ბენიაიძემ, ჯაბა გელაშვილმა, გოგა ოგბაიძემ, დაჩი ბუჩუკურმა და ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ჯოვანი ლაზარინიმ იმუშავეს.

სამთო-მოთხილამურეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ოფიციალურად სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზეს, მაგრამ დღევანდელი გიგანტური სლალომის შეჯიბრი იმით გამოირჩეოდა, რომ 2007-2010 წლებში დაბადებული პერსპექტიული მოთხილამურეებიც შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ოთხი ჩატარებული ეტაპების შედეგებით გამოვლინდნენ 2019 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მფლობელები.

სრული შედეგები იხ. www.gsf.ge

2018-2019 წლის ზამთრის სეზონზე სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ სამთო-მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებზე. სწორედ მათ ჰქონდათ საშუალება ესახელებინათ თავიანთი გუნდები.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან გუნდურ შეჯიბრში საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებულ რეგიონს, გუდაურის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის  გარდამავალი თასი გადაეცემა.

1988 წელს გუდაური, როგორც სათხილამურო კურორტი, სწორედ სოლიკო ხაბეიშვილის დიდი ძალისხმევით დაარსდა.

1991-1993 წლებში სოლიკო ხაბეიშვილი იყო საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პირველი პრეზიდენტი.

გუდაურის კურორტის დაარსებისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი ღვაწლის აღსანიშნავად, მეორე წელია სოლიკო ხაბეიშვილის სახელობის თასი  გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს. საერთო გუნდურ ჩათვლაში  გამარჯვებული სვანეთის ნაკრები გახდა.

უკვე მეექვსე წელია, რაც უმცროსი ასაკის გამარჯვებული სამთო-მოთხილამურეები, გურამ გირგვლიანის ინიციატივით, სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის ფონდიდან ფულადი პრიზით ჯილდოვდებიან. აღნიშნული პრიზი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის სტიმულის მიცემის მიზნით დაარსდა. 

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის თასის ეტაპების გენერალური სპონსორი კომპანიასილქნეტია,,, მხარდამჭერებიკულტურისა და სპორტის სამინისტრომთის კურორტების განვითარების კომპანია და კომპანია ,,ბორჯომი“. 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ საქართველოში ჩატარებული სამთო-სათხილამურო და ფრისტაილის ყველა შეჯიბრზე სპორტსმენების გვერდით ,,რედბულისა“ და სოსისების კომპანია ,,ვაკის“ მონაწილეობა.

საქართველოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპისა და საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები  შეჯიბრების დასრულების შემდეგ ,,cub``-ის მიმდებარე საგანგებოდ მოწყობილ ტერიტორიაზე მუსიკის თანხლებით საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს წარმატებას!