ქართული ამბები

29 Mar '19

სნოუბორდისტმა ჯაბა სხვედიანმა სოჭში მეხუთე ადგილი დაიკავა

26 მარტს სოჭში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდის სლოუფსთაილის დისციპლინაში გაიმართა შეჯიბრება - ევროპის თასის ეტაპი, სადაც ქართველმა სნოუბორდისტმა - ჯაბა სხვედიანმა იასპარეზა.

შეჯიბრში 8 ქვეყნის 35 სპორტსმენმა იასპარეზა. ფინალში 8 სნოუბორდისტი, მათ შორის ჯაბა  გადავიდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა.

ჯაბას ვულოცავთ ამ წარმატებას!