ქართული ამბები

10 Mar '19

FIS-ის სარეიტინგო სნოუბორდ კროსის შეჯიბრება გუდაურში დასრულდა

დღეს გუდაურში FIS-ის სნოუბორდ კროსის სარეიტინგო შეჯიბრება ვაჟთა შორის გაიმართა. შეჯიბრებაში 8 ქვეყნის 22 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი ქართველი სნოუბორდისტი - ბაქარ მუშკუდიანი და ვალერი ზაქაიძე იყო.

კლიმატურმა პირობებმა მონაწილეებს და სპორტმენებს ხელი შეუწყო შეჯიბრის წარმატებით ჩატარებაში.

გამარჯვებული ესპანელი მარკ როური (Marc Roure) გახდა.

დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა : 
II ადგილი - გეზა კინდა (Geza Kinda) (რუმინეთი)

III ადგილი - რომან ალექსანდროვსკი (Roman Aleksandrovskyy) (უკრაინა)

IV ადგილი - კილი ვაისი (Kyle Wise) (დიდი ბრიტანეთი)

ქართველმა სნოუბორდისტებმა სამწუხაროდ კვალიფიკაცია ვერ გაიარეს.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები და FIS-ის სარეიტინგო შეჯიბრი საქართველოს მთავრობის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია „სილქნეტის“ მხარდაჭერით ტარდება.

მომავალ კვირას, 15 მარტს გუდაური FIS -ის სკი კროსის საეთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს. 16, 17 მარტს კი ევროპის თასის ეტაპები გაიმართება ამავე დისციპლინაში.