ქართული ამბები

9 Mar '19

დღეს გუდაურში ევროპის თასის ეტაპი ჰანა იედიოჰამ და მერლინ სარგეტმა მოიგეს

დღეს გუდაურში FIS-ის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის მეორე ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57  სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

მზიანმა ამინდმა და თოვლის კარგმა ხარისხმა ორგანიზატორებსა და სპორსმენებს ხელი შეუწყო, რომ შეჯიბრება წარმატებით ჩატარებულიყო.

ქალთა შორის ისევ გერმანელმა სნოუბორდისტი  ჰანა იედიოჰა მოიგო.,  ვაჟთა შორის კი ფრანგი მერლინ სარგეტი გახდა ჩემპიონი.

დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :  

II  ადგილი  

                        ქალთა შორის  - სარა დევუსო (საფრანგეთი)

                         ვაჟთა შორის - ჯაკობ დუსეკი (ავსტრია)

III ადგილი  

                        ქალთა შორის - სოფი ჰედიგერი (შვეიცარია)

                        ვაჟთა შორის  -  ჯერომ ლიმენი (შვეიცარია)

 

IV ადგილი - ქალთა შორის - ქლოე პასერატი (საფრანგეთი)

                        ვაჟთა შორის  - ლოან ბოცოლო (საფრანგეთი)

ჰანა იედიოჰა: -,,გუშინდელივით კარგი ტრასა იყო, ძალიან მომწონს აქაურობა, ეს ფერდობი, იმხელა სიამოვნება მივიღე და ისევ მოვიგე. საშეჯიბრო ტრასა ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო და უშეცდომოთ ვისრიალე. გუდაური ჩემი საყვარელი ადგილი გახდა და აუცილებლად დავბრუნდები აქ სასრიალოდ.“

მერლინ სარგეტი: -,,კარგი დღეა, შედეგით კმაყოფილი ვარ, მშვენიერი ადგილია, საშეჯიბრო ფერდობიც ძალიან მომეწონა. სადაც კი ვყოფილვარ, ვფიქრობ, რომ აქ ყველაზე კარგი ადგილია სასრიალოდ. შემიყვარდა გუდაური. აქ კიდევ დავბრუნდები ბევრჯერ და ასევე 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეცდები ასევე კარგად ვისრიალო.“

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები, თასები და ფულადი პრიზები გადეცათ

ხვალ, 10 მარტს  FIS-ის ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობისმთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის  და მისი გენერალური სპონსორის, კომპანიასილქნეტისმხარდაჭერით ტარდება.