ქართული ამბები

8 Mar '19

გუდაურში პირველად ევროპის თასის ეტაპი გაიმართა

პირველად საქართველოს სათხილამურო სპორტის ისტორიაში გუდაურში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS-ის) ეგიდით ქალთა და ვაჟთა შორის სნოუბორდ კროსის ევროპის თასის  ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 57  სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. პირველი საშეჯიბრო დღე თითქმის 5  საათის განმავლობაში კუდების ფერდობზე, სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ ტრასაზე მიმდინარეობდა.

სნოუბორდ კროსი ოლიმპიური სპორტის ერთ-ერთი დისციპლინაა.  შეჯიბრის დროს ოთხი სნოუბორდისტი სტარტს ერთდროულად იღებს და მინიმალურ დროში ცდილობს ტრასის გავლას.

ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი  სნოუბორდისტი  ჰანა იედიოჰა (Hanna Ihedioha)  გახდა.  ვაჟთა შორის კი, ავსტრიელი სპორტსმენი ჯაკობ დუსეკი (Jakob Dusek).

ჰანა იედიოჰა: -,,ძალიან მომწონს აქაური ფერდობები, აქ ძალიან კარგია. საშეჯიბრო ტრასა ძალიან კარგად იყო მომზადებული, ტექნიკური მოსახვევებია და არც ისე ადვილი. პირველად ვარ აქ და ყველაფერი ძალიან კარგადაა ორგანიზებული. შუადღისკენ თოვლი დარბილდა, მაგრამ ტრასა მაინც არ დაითხარა, რადგან ბევრმა ადამიანმა კარგად იმუშავა.“​

ჯაკობ დუსეკი: -,,შეჯიბრმა კარგად ჩაირა, ბევრი მოსახვევია და ბევრი ტრამპლინი, მშვენიერია. შეგიძლია სწრაფად ისრიალო და ისიამოვნო. თან გუდაურში ასეთი დონის შეჯიბრება პირველად ტარდება. აქ ბევრი ძლიერი სნოუბორდისტია ჩამოსული. ძალიან კარგი ადგილია, ბევრი თოვლით. აეროპორტიდან პირდაპირ აქ ამოვედით და ქყვეყნის დათვალიერება ჯერ-ჯერობით ვერ შევძელი. აქ კი საოცარი სანახაობა დაგვხდა, ლამაზი მთებით. ძალიან მინდა ჩამოვიდე კიდევ, რომ გაუკვალავ თოვლში თავისუფლად ვისრიალო. ჩემთვის იღბლიანი დღე აღმოჩნდა. თავიდანვე ვლიდერობდი, კარგი ხაზით ვისრიალე და სხვა ბიჭებს გაუჭირდათ ჩემი მოგება. გახარებული ვარ.“

დანარჩენი საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა :  

II  ადგილი  

                        ქალთა შორის  - ლარა კაზანოვა (Lara Casanova, SUI)

                         ვაჟთა შორის - ჯერომ ლიმენი  (Jerome Lymann. SUI)

III ადგილი  

                        ქალთა შორის - ქლოე პასერატი (Chloe Passeratt FRA)

                        ვაჟთა შორის  -  დევიდ პიკლი (David Pickl Aut)

 

IV ადგილი - ქალთა შორის - სოფი ჰედიგერი (Sopie Hediger SUI)

                        ვაჟთა შორის  - მერლინ სარგეტი (Merlin Sarget FRA)

შეჯიბრების დასრულების შემდეგ სპორტსმენებს სიგელები და თასები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ, ფულად პრიზებთან ერთად. 

FIS-ის ტექნიკურო დელეგატმა კლაუს ვალდნერმა ასე შეაფასა დღევანდელი შეჯიბრება: -,,თოვლი კარგია, ამინდიც მშვენიერი, ძალიან კარგად ორგანიზებულია ეს შეჯიბრი და ამიტომაც კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ძალიან ტექნიკური ტრასაა, ევროპის თასის სტანდარტებს აკმაყოფილებს, მონაწილეებს მოსწონთ აქ სრიალი და ყველა მათგანი ამ ფერდობებზე სრიალით დიდ სიამოვნებას ღებულობს.“

ხვალ, 9 მარტს  FIS-ის ევროპის თასის მეორე ეტაპები გაიმართება. 10 მარტს კი სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცი