ქართული ამბები

1 Mar '19

რევაზ ნაზღაიძემ უკრაინაში მესამე ადგილი დაიკავა

27-28 თებერვალს უკრაინის სამთო კურორტ ბუკოველში საერთაშორისო ეგიდით სნოუბორდის დისციპლინაში პარალელური სლალომი და გიგანტური სლალომი გაიმართა, სადაც საქართველოს სნოუბორდის ნაკრების წევრი რევაზ ნაზღაიზე ასპარეზობდა.

მან გიგანტურ სლალომში მესამე და სლალომში მეოთხე ადგილები დაიკავა. ორივე დღეს შეჯიბრება უკრაინელმა მიხაილო ხარუკმა მოიგო.

ვულოცავთ რევაზს ამ წარმატებას!