მსოფლიო ამბები

25 Feb '19

კრანს-მონტანაში იტალიელებმა: სოფია გოჯამ და ფედერიკა ბრინიონემ გაიმარჯვეს

23-24 თებერვალს ქალთა მსოფლიო თასის ეტაპებს შვეიცარიამ - კრანს-მონტანამ უმასპინძლა.

სწრაფდაშვებაში ყველაზე სწრაფი სოფია გოჯა აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილებზე შვეიცარიელები: იაონა ჰელენი და ლარა გუთ-ბეჰრამი გავიდნენ.

სამთო-კომბინაციაშიც იტალიელმა - ფედერიკა ბრინიონემ  გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კანადელი რონი რემი გავიდა და მესამე ადგილი შვეიცარიელმა ვენდი ჰოლდნერმა დაიკავა.