მსოფლიო ამბები

25 Feb '19

ბანსკოში ალექსის პინტურომ და ჰენრიკ კრისტოფერსენმა გაიმარჯვეს

22-24 თებერვალს ბანსკოში ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები: სამთო-კომბინაცია და გიგანტური სლალომი ჩატარდა. სუპერგიგანტი კი ცუდი ამინდის გამო გაუქმდა.

სამთო-კომბინაციაში ალექსის პინტურომ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ავსტრიელი მარსელ ჰირშერი გავიდა, მან სლალომში 1.01 წმ. მოუგო პინტუროს, მაგრამ არ ეყო მოსაგებად და საბოლოოდ  +0.68 წმ. წააგო.  სლოვენიელმა სტეფან ჰადალინმა მესამე ადგილი დაიკავა.

გიგანტური სლალომის შეჯიბრება ნორვეგიელმა ჰენრიკ კრისტოფერსანმა მოიპოვა გამარჯვება, მარსელ ჰირშერმა მასთან მხოლოდ +0.04 წმ. წააგო და მეორე ადგილზე გავიდა, ფრანგმა ტომას ფანარამ მესამე ადგილი დაიკავა.

შემდეგი ვაჟთა მსოფლიო თასის ეტაპები კვითველში 1-3 მარტს გაიმართება.