ქართული ამბები

20 Feb '19

ბოსნია ჰერცოგოვინაში ლუკა ჩოფიკაშვილი მესამე ადგილზე გავიდა

20 თებერვალს ბელასნიცაში (ბოსნია ჰერცოგოვინა) საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის FIS-ის ეგიდით  ფრისტაილის ,,ბიგ აერის“ სახეობაში გაიმართა შეჯიბრება, სადაც ქართველი ფრისტაილერი - ლუკა ჩოფიკაშვილი ასპარეზობდა, მან მესამე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის პერსპექტიული მოთხილამურე საზღვარგარეთ პირველად გამოვიდა შეჯიბრებაზე.

ხვალ ,,სლოუფსტაილის“ შეჯიბრებაა დაგეგმილი.

ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას!