მსოფლიო ამბები

20 Feb '19

საქალაქო შეჯიბრება სტოკჰოლმში მიკაელა შიფრინმა და რამონ ცეუნჰაუზერნმა მოიგეს

19 თებერვალს სტოკჰოლმში საქალაქო შეჯიბრება გაიმართა.

ქალთა შორის უძლიერესი ამერიკელი, ვარსკვლავი მიკაელა შიფრინი იყო, მეორე და მესამე ადგილებზე: გერმანელი კრისტინა გაიგერი და შვედი ანა სვენ ლარსონი გავიდნენ.

ვაჟთა შორის კი გამარჯვება შვეიცარიელმა რამონ ცენჰაუსერნმა მოიპოვა, შვედი ანდრე მირერი მეორე ადგილზე გავიდა, ავსტრიელმა მარკო შვარცმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

შემდეგი მსოფლიო თასის ეტაპები კრანს-მონტანაში (ქალები) და ბანსკოში (ვაჟები) 21-24 თებერვალს გაიმართება.