ქართული ამბები

16 Feb '19

17 თებერვალს გუდაურში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი სლოუფსტაილის დისციპლინაში გაიმართება

17 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს სლოუფსტაილის დისციპლინაში გუდაური უმასპინძლებს.

მოსამზადებელი ვარჯიში 10:00 სთ.ზე ,,უაით რებითის“ ტერიტორიაზე, შეჯიბრება კი 12 სთ.-ზე დაიწყება.

14:00 სთ.-ზე გაიმართება დაჯილდოება.

ესაა კომპლექსური შეჯიბრი, სადაც ფრისტაილერები სხვადასხვა წინაღობების და ტრამპლინების გავლით შეფასდებიან მსაჯების მიერ.

შეჯიბრებაში მონაწილეები უნდა დარეგისტრირდნენ   მისამართზე: raceoffice@gsf.ge გააგზავნონ სახელი, გვარი, პირადობა - უნდა მიუთითონ თხილამური თუ სნოუბორდი. ჩაფხუტით სარგებლობა სავალდებულოა.

საქართველოს ფრისტაილის თასის ეტაპებკომპანია „სილქნეტის,,, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების კომპანიის და კომპანია ,,ბორჯომი“-ს თანადგომით იმართება. 

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფედერაციის ვებ გვერდზე: www.gsf.ge